2019-11-03 13:26:52, 1152 ნახვა
საზოგადოება
არ ვცნობ სიცრუის განაჩენს - მამა ანდრია იჩხურის მონასტერს ტოვებს
მამა ანდრია იჩხურის მონასტერს ტოვებს. - ამის შესახებ მან დღევანდელი ქადაგების დროს მრევლს უთხრა და შემდეგ უკვე მთავარ არხს ესაუბრა.
"ჩემთვის ეს არის ბოლო წირვა იმიტომ, რომ არ ვაპირებ მსახურებას იჩხურში. ეკლესიის წევრად ვრჩები. ჩემი გადაწყვეტილება არის, რომ, სანამ გაირკვევა და სინოდი თავის განაჩენს გამოიტანს, მე არ ვაპირებ ვემსახურო მათ, რომლებიც ამ სიცრუეში მონაწილეობდნენ... არ ვცნობ სიცრუის განაჩენს, რომელიც მათი მხრიდან იქნა მიღებული", — თქვა მამა ანდრიამ მთავარ არხთან საუბრის დროს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,