2019-11-02 12:05:14, 1399 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში დღეს ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში დღეს ცივი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში კი, თოვლი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,