2019-11-01 21:42:47, 2100 ნახვა
საზოგადოება
კობი-გუდაურის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ინტენსიური თოვისა და გაძნელებული ხილვადობის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, მოქალაქეებს მოვუწოდებს, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან