2019-10-31 16:25:00, 1748 ნახვა
საზოგადოება
ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმთავარი მეუფე გრიგოლი გახდა
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მღვდელმთავარი, წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი გახდა.
მიტროპოლიტმა მეუფე პეტრეს გადაყენებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეუფე "უხამსად" იქცეოდა, რის გამოც სხდომიდან ხელით გაიყვანეს.
"ჩვენ გვინდოდა, მძიმე გადაწყვეტილება არ მიგვეღო. ისე მოიქცა წმიდა სინოდის სხდომაზე, ისე უხამსად მოიქცა და მე პირდაპირ ვამბობ, ეს იყო უხამსობა, იძულებული გავხდით, ხელით გაგვეყვანა წმინდა სინოდის სხდომიდან. ხელი მოგვეკიდა და გაგვეყვანა". - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.
მოამზადა ლიკა ბესელიამ
ავტორი: ექსპრესნიუსი,