07:25 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-30 15:34:57, 1192 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა

ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულების პრეზენტაციას დაესწრო. ღონისძიება, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის ორგანიზებით გაიმართა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. 

იუსტიციის მინისტრმა სახელმწიფო ინსპექტორის რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო, როგორც რეფორმის ავტორი უწყება, მიესალმება კანონის პრაქტიკაში განხორციელებას:

„იუსტიციის სამინისტრო 2013 წლიდან მუშაობს ამ რეფორმაზე. ჩვენ ვიყავით უწყება, რომელსაც მართლა სჯეროდა, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი  ქვეყანაში უნდა ამოქმედებულიყო. 2019 წლის 1-ლი ნოემბრიდან, 7-წლიანი პროცედურის შემდეგ, ჩვენ  დავინახავთ ჩვენივე რეფორმის პრაქტიკაში განხორციელების დასაწყისს“, − აღნიშნა თეა წულუკიანმა და მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, რომელიც რეფორმაზე მუშაობის პროცესში თავიდანვე იყო ჩართული.

იუსტიციის მინისტრის თქმით,  დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედება  მოწმობს იმას, რომ საქართველოში ძალოვანი უწყებები ღია და გამჭვირვალეა. 

„საპატიმროებში,  პოლიციაში თუ სხვაგან შეიძლება იყოს ცალკეული შემთხვევა, როდესაც რომელიმე საჯარო მოხელეს უმტყუნებს ნერვები, იმიტომ, რომ ისინი რთულ პირობებში მუშაობენ, მაგრამ ჩვენ ვართ ის სახელმწიფო, სადაც  ასეთ ცალკეულ შემთხვევას ობიექტურად და სამართლიანად გამოიძიებს არა ჩვენივე უწყება, არამედ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორი“, − თქვა მან.

იუსტიციის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პენიტენციური სისტემა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.

„იმედი მაქვს, რომ ეს თანამშრომლობა საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახებს იმას, რაც ისედაც იცის − რომ საპატიმროებში ადამიანის უფლებები, უკვე მე-8 წელია, არის მთავარი“, − დასძინა თეა წულუკიანმა და  სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს წარმატებები უსურვა. 

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტარები, სხვა სახელმწიფო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics