19:20 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-18 14:05:49, 721 ნახვა

კომენტარი
პრემიერი ანდრო ბარნოვზე: მივმართავ პოლიციას, აღკვეთეთ მსგავსი პროვოკაციები

ასეთი ქმედებები არის მიუღებელი; მივმართავ პოლიციას, დაიცავით კანონი, დაიცავით საკუთარი მუნდირი და ღირსება და აღკვეთეთ მსგავსი პროვოკაციები,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გამგეობის თავმჯდომარე ანდრო ბარნოვის პოლიციელთან დაპირისპირების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სახელმწიფო არ დაუშვებს პროვოკაციებს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ.

"რაც შეეხება ბოლოს განვითარებულ მოვლენებს, ეს იყო გარკვეული პროვოკაცია, რასაც გარკვეულმა ჯგუფებმა ასევე პროვოკაციით უპასუხეს. ეს არის საფრთხილო საქმე და სახელმწიფო არ დაუშვებს მსგავს პროვოკაციებს, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარედან მომდინარეს. ეს არის პრინციპული საკითხი. ჩვენ ვნახეთ  სააკაშვილის ბიბლიოთეკის გამგე ვინმე ბარნოვის ქმედება, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ხელისუფლების წარმომადგენელს, პოლიციელს. მე მივმართავ პოლიციელებს ასეთი ტიპის პროვოკაციები დაუყონებლივ აღკვეთონ. პოლიციელმა უნდა დაიცვას თავისი მუნდირი და ღირსება. ეს პოლიციელი, ბარნოვისგან და მისი ბელადი სააკაშვილისგან განსხვავებით, იბრძოდა აგვისტოს ომში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, საქართველოს საზღვრები არის საერთაშორისო ნორმებით დადგენილი და იგი არ გადაიხედება.

"არსებობს საერთაშორისო ნორმებით დადგენილი და მსოფლიოს მიერ აღიარებული საზღვრები და ეს საზღვრები არ გადაიხედება, ეს არის რეალობა, რომელიც არ შეიცვლება არასდროს.  საქართველო თავის ტერიტორიებს დაიბრუნებს, შევალთ აფხაზეთში და ოსეთში და ჩვენს დებთან და ძმებთან ვიცხოვრებთ მშვიდად, ეს არის ისტორიული კანონზომიერება, რასაც მივაღწევთ ჩვენი კონსტრუქციული, მშვიდობიანი პოლიტიკით", - აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გამგეობის თამვჯდომარე ანდრო ბარნოვი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. ბარნოვმა ის ადგილი მოინახულა, სადაც რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს.

ბარნოვი საზღვარზე მდგარ პოლიციელს სიტყვიერად დაუპირისპირდა. იგი მას ახსნა განმარტებას სთხოვდა, თუ რატომ არ იცავდნენ საზღვარს ქართული სპეცდანაყოფები და როგორ მოახერხეს რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების გადმოწევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics