|
2026-10-18 12:27:48, 257 ნახვა
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ირანი კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს ავითარებს, რომლებსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლიათ
ირანი ქმნის კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს, რომლებსაც შეუძლიათ შეერთებულ შტატებამდე მიღწევა და აპირებს მათი აღჭურვას ბირთვული ქობინებით. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამერიკულ ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. „ირანელები ქმნიან კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს შეერთებულ შტატებამდე მისასვლელად და მათ სურთ ამ რაკეტების აღჭურვა ბირთვული ქობინებით. შეერთებული შტატების ყველა ქალაქი მძევლად იქნება აყვანილი“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ. მისი თქმით, ირანის სარაკეტო პროგრამა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ისრაელს, არამედ შეერთებულ შტატებსაც. ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ თეირანი ცდილობს მოიპოვოს შესაძლებლობა, რომ ამერიკული ქალაქები ბირთვული იარაღით დაემუქროს და ეს საფრთხე გამოიყენოს ვაშინგტონზე ზეწოლისთვის. ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ „ამ საფრთხესთან გამკლავების ერთადერთი გზა“ არის „ირანის ამჟამინდელი რეჟიმის გადაყენება“. თეირანი უარყოფს ბირთვული იარაღის შემუშავების ნებისმიერ განზრახვას და ამტკიცებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანია.
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
ნეთანიაჰუ: ირანი კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს ავითარებს, რომლებსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლიათ
ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეჩერების გადაწყვეტილება მთელი მსოფლიოსთვის სასარგებლოდ შეაფასა
რუბიო: უკრაინას ჯერ არ აქვს წვდომა Starshield-ის სამხედრო სისტემაზე
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)