06:31 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-29 11:46:04, 1000 ნახვა

საზოგადოება
„თეგეტა შენთან ერთად ბიზნესისთვის“ ღონისძიება „სპეც-ტექნიკის დღეები“ გამართა

კამპანიის „თეგეტა შენთან ერთად ბიზნესისთვის“ ფარგლებში 26 ოქტომბერს, თეგეტა მოტორსმა  შვილობილ კომპანიებთან, თეგეტა თრაქ ენდ ბასთან და თეგეტა კონსტრაქშენ ექვიფმენტთან ერთად გამართა მასშტაბური ღონისძიება „სპეც-ტექნიკის დღეები“ შეკვეთილში, სასტუმრო „პარაგრაფში“.

თეგეტა მოტორსი , შვილობილ კომპანიებთან ერთად, არაერთი წელია ოპერირებს სპეც-ტექნიკის მიმართულებით და ხელს უწყობს ადგილობრივი პროექტების განხორციელებას, აქტიურად თანამშრომლობს ყველა იმ მსხვილ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიასთან, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებს.  თანამშრომლობის ფარგლებში, კონტრაქტორი კომპანიები სარგებლობენ ჰოლდინგის მიერ შეთავაზებული მსოფლიოს წამყვანი პრემიუმ ბრენდების პროდუქციით და მათი შემდგომი მომსახურებით. 

„სპეც-ტექნიკის დღეებზე“ წარმოდგენილი იყო გერმანული უმსხვილესი ბრენდი MAN-ის, ბრიტანული #1 სამშენებლო ტექნიკის ბრენდი JCB-ისა და საგზაო ტექნიკის და ასფალტის ქარხნების შვეიცარული მწარმოებელი Ammann-ის პროდუქცია. 

ღონისძიების პირველი ნაწილი შედგა სამშენებლო ობიექტზე, სადაც სტუმრებს საშუალება მიეცათ ადგილზე ენახათ სპეც-ტექნიკის მუშაობა,  შეეფასებინათ მათი შესაძლებლობები და უპირატესობები. 
„სპეც-ტექნიკის დღეების“ მეორე ნაწილი დაეთმო პრეზენტაციებს, ამავე ნაწილში პრეზენტაციით წარსდგა თეგეტა აკადემია. აკადემიის მთავარი მისიაა შექმნას ტრენინგების ისეთი პლატფორმა, რომლითაც აამაღლებს სხვადასხვა კომპანიების და მათი თანამშრომლების ცოდნას, მათ შორის სპეც-ტექნიკისა და მისი გამოყენების მიმართულებით. სტუმრებს ასევე საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ კომპანიისა და მასში შემავალი ბრენდების სიახლეებს, ინოვაციებსა და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს. პრეზენტაცია დაასრულა თიბისი ლიზინგმა, რომელმაც მოწვეულ სტუმრებს გააცნო კომპანიის სტრატეგია და ახალი პროექტები. 

ღონისძიების მთავარი პარტნიორი გახლდათ ბიზნესის ხელშემწყობი #1 ბანკი თიბისი და ლიდერი სალიზინგო კომპანია თიბისი ლიზინგი. 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics