|
2019-10-25 15:04:23, 1672 ნახვა
საზოგადოება
ძროხები მოდიან დედაქალაქში - მესაქონლეობის გზა
მესაქონლეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ძირითადი დარგია, რომელიც ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას დიდწილად განსაზღვრავს. საქართველოში დაახლოებით 1 მლნ. სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვია. მრავალწლიანი ჩავარდნის შემდეგ, ბოლო პერიოდში კვლავ დაიწყო ინტენსიური მესაქონლეობის განვითარება. თუმცა, დარგში მაღალი ეფექტურობის მისაღწევად ბევრია სამუშაო. ამ საკითხებზე ასოციაცია “მომავლის ფერმერის” თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილსა და პროექტის “ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში” ტექნიკურ დირექტორს, ლაშა ავალიანს ვესაუბრეთ. “დაბალი პროდუქტიულობა, ახალი ტექნოლოგიებისა და ინფორმაციის დეფიციტი, საკვები ბაზის არარსებობა, საძოვრების არასწორი მენეჯმენტი, მუშახელის სიმწირე, დარგის სპეციალისტების ნაკლებობა, რგოლებს შორის კოორდინაცის პრობლემა” - ეს მესაქონლეობის დარგში არსებული გამოწვევების არასრული ჩამონათვალია, რომლის შესახებაც რუსუდან გიგაშვილი საუბრობს. “ფერმერს უნდა მოვუსმინოთ! მხარი უნდა დავუჭიროთ ქვემოდან ზემოთ წამოსულ ინიციატივებს”, - ამბობს “მომავლის ფერმერის” თავმჯდომარე. სწორი სტრატეგიის დასახვა და ინვესტიციების ეფექტური გამოყენება რომ აუცილებელია, ამაზე ექსპერტები თანხმდებიან. თანდათან ჩნდება ახალი და თანამედროვე სტანდარტის ფერმები. თუმცა, მათი რაოდენობა მცირეა. “ამ ფერმების ინვესტიცია საკმაოდ მასშტაბურია. მათ ჩამოაქვთ თანამედროვე ცოდნა, ჩამოჰყავთ სპეციალისტები და ხელს უწყობენ ადგილობრივი კადრების გადამზადებას”, - ამბობს ლაშა ავალიანი. პროექტი, რომელსაც ის წარმოადგენს სწორედ მესაქონლე ფერმერების ცნობიერების ამაღლებასა და დარგში მაღალი სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად. ხუთწლიანი პროგრამა ამერიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერაა დაფინანსებული. ლაშა ავალიანის თქმით, ფერმერების ნაწილი ჯერ კიდევ ძველი წესებით სარგებლობს. ასე მათი შრომის ეფექტიანობა მცირდება. პარალელურად იზრდება იმ ფერმერების რიცხვი, რომლებმაც იციან თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების ფასი. ინფორმაციის გაცვლისა და დარგში ჩართული ადამიანების ცნობიერების ამაღლების მიზნით 26 ოქტომბერს, თბილისში “მესაქონლეობის ექსპო” გაიმართება. “ძროხები მოდიან დედაქალაქში” - ასეთია ღონისძიების სლოგანი, რომელიც საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე ასოციაციისა და საქართველოს მერძევეთა ასოციაციის ინიციატივით დაიგეგმა. “მნიშვნელოვანია, რომ დონორი ორგანიზაციები ხელს უწყობენ დარგის განვითარებას. ვფიქრობ, ,,მესაქონლეობის ექსპო 2019“, ამის საუკეთესო მაგალითია. აქ იქნებიან მესაქონლეობის დარგის ყველა რგოლის წარმომადგენლები. ღონისძიების მონაწილეებს კი საშუალება ექნებათ, მოიძიონ საჭირო კონტაქტები, დაამყარონ კავშირები და კიდევ უფრო განავითარონ საკუთარი წარმოება. ეს იქნება ყოველწლიური ღონისძიება, სადაც საზოგადოება წარმატების კარგ მაგალითებს ნახავს“, - აღნიშნავს რუსუდან გიგაშვილი. მისი თქმით, მასშტაბური დარგობრივი ღონისძიებებმა ხელი უნდა შეუწყოს ფერმერობის, როგორც პრესტიჟული საქმიანობის ჩამოყალიბებას. “ამისთვის ბევრი რამ არის გასაკეთებელი. მათ შორის, იდეოლოგიური კუთხით, რომელშიც ყველა სექტორი უნდა ჩაერთოს. მაგალითად, ქართულ პოპულარულ სერიალებში პროფესია ვეტერინარის ან ფერმერის წამოწევა არ იქნებოდა ურიგო. როდესაც ამერიკაში დაიდო კვლევა, რომ კრანიოლოგიაზე (თავის ქალის შემსწავლელი მეცნიერება) ახალგაზრდებში მოთხოვნის დაბალი მაჩვენებელი იყო, სწორედ მაშინ გადაიღეს ცნობილი სერიალი ,,ძვლები“. მან დიდი აუდიტორია მოიპოვა არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ - მსოფლიოში. ამ სერიალის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა კრანიოლოგიაზე მოთხოვნა. თუკი რომელიმე პროფესია ჩვენი პრიორიტეტია, ყველა სექტორი კოორდინირებულად უნდა მუშაობდეს”, - ამბობს ასოციაცია “მომავლის ფერმერის” თავმჯდომარე. მესაქონლეობის დარგში კადრების დეფიციტი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სფეროში საგანმანათლებლო პროგრამების შექმნასთან ერთად, დასაქმების ბაზარზე მხარდამჭერი მექანიზმებიც უნდა ამოქმედდეს. ,,თუ ბიზნესი არ მიეჩვია კადრის საკვალიფიკაციო კრიტერიუმების სწორად განსაზღვრას, თუ პროფესიული განათლების მიმართ მეტად შემწყნარებელი არ გახდა, თუკი არ გაიაზრა, რომ ზოგიერთ სფეროში სულაც არაა საჭირო უმაღლესდამთავრებული კადრი გყავდეს და შეიძლება ვიწრო სპეციალობის მქონე კადრმა უფრო მეტი შედეგი დაგიდოს, იქამდე შედეგიც დაიგვიანებს”, - აღნიშნავს რუსუდან გიგაშვილი. ორგანიზაცია, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, სკოლის მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებაზეც ზრუნავს. რამდენიმე თვის წინ ,,მომავლის ფერმერმა“ დაიწყო მოძრაობა ,,ფერმა, როგორც საკლასო ოთახი”. მოსწავლეები მეურნეობებს სტუმრობენ. საკუთარი თვალით ხედავენ, თუ რა ხდება სოფლად. როგორ უვლიან ფერმერები ცხოველს, მცენარესა და ნიადაგს. ორგანიზატორების თქმით, პროექტის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდი იყო. საინტერესოა, რომ საქართველოს რეგიონებიდან ჩამოყვანილი ასი ბავშვი “მესაქონლეობის ექსპოსაც” ესტუმრება. გამოფენაზე მათი მოწვევით ორგანიზატორები ცდილობენ, მომავალი თაობა დარგით დაინტერესონ. ,,ჩვენი სურვილია, ,,მესაქონლეობა ექსპო“-ზე ჩამოყვანილმა ბავშვებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ საქონლის ყოლა არ ნიშნავს, გყავდეს ერთი ან ორი სული. ამას უნდა ჰქონდეს ბიზნესის სახე” - აღნიშნავს ლაშა ავალიანი. მისი თქმით ღონისძიება ხელს შეუწყობს მესაქონლეობის დარგის მიმართ პროფესიული ინტერესის გაღვივებას. “დამხმარეების სახით გვეყოლებიან ამ სპეციალობის სტუდენტებიც, მაგალითად - ვეტერინარები. გვინდა, მათ საშუალება მივცეთ, თავიდანვე ჩაერთონ ასეთ ღონისძიებებში. ქვეყანაში მესაქონლეობის სპეციალისტების დეფიციტია. პრობლემურია არა მხოლოდ რაოდენობა, არამედ კვალიფიკაციაც. ფერმები სანთლით ეძებენ სპეციალისტებს. ,,მესაქონლეობა ექსპო“-ს კიდევ ერთი მიზანი იმ ადამიანების დაინტერესებაა,რომლებიც მომავალ პროფესიას ირჩევენ. გვინდა დავანახოთ მათ, რომ დარგს დიდი მომავალი აქვს”- გვითხრა გამოფენის თანაორგანიზატორმა. სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებით, უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში, მეცხოველეობის მიმართ ინტერესის გაზრდა და დარგის ხელშეწყობა იგეგმება. ყოველწლიურ ექსპოზე გაჟღერდება ის საკითხები, რომელიც სამომავლოდ მიმართულებას მისცემს სახელმწიფო პოლიტიკას და კერძო სექტორში სამოქმედო გეგმებს. NS
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)