|
2019-10-25 14:50:28, 1056 ნახვა
საზოგადოება
ზურმუხტის ქსელის შესახებ საინფორმაციო და საკონსულტაციო სემინარები გაიმართა
ზუგდიდის, ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში ზურმუხტის ქსელში შემავალი ტერიტორიების ‘სამეგრელო 2-ის’, ‘რაჭა-ლეჩხუმისა’ და ‘სვანეთი-რაჭის’ მართვის გეგმების შემუშავების საკითხებთან დაკავშირებით საინფორმაციო სემინარები გაიმართა. სემინარების მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება კონსერვაციის მაღალი ინტერესის მქონე ადგილების თაობაზე, სადაც ვხვდებით დაცულ სახეობებსა და ჰაბიტატებს. შეხვედრის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის წარმომადგენლებმა მონაწილეებთან ერთად განიხილეს ზურმუხტის ქსელში შემავალი ტერიტორიებისთვის კონსერვაციის კონკრეტული ღონისძიებები და შესაძლებლობები გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის. ასევე, ექსპერტებმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს საერთაშორისო გამოცდილება ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის სოციალურ-ეკონომიკური გავლენის, ტრადიციული პროდუქციის ფასეულობის ზრდის, ეკოტურიზმის და სხვა საკითხების შესახებ. ზურმუხტის ქსელის განვითარება არის უმნიშვნელოვანი საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს 1979 წლის ბერნის ,,ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის’’ განხორციელებას. 2009 წელს აღნიშნულ კონვენციას საქართველოც შეუერთდა, რითაც ქვეყანამ აიღო ვალდებულებები ველური ბუნების სახეობებისა და ჰაბიტატების კონსერვაციის სტანდარტების ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოეყვანა ამჟამად, საქართველოს ზურმუხტის ქსელი 39 ზურმუხტის საიტისგან შედგება. ამასთანავე, 7 საიტი არის ქსელში შესვლის კანდიდატი, ხოლო 12 შეთავაზებული. აღებული ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს ზურმუხტის ქსელის 3 საიტის მართვის გეგმები მზად უნდა ჰქონდეს 2023 წლისთვის, ხოლო დანარჩენ 36 დანიშნული საიტის - 2024 წლისთვის. საინფორმაციო და საკონსულტაციო ხასიათის სემინარები ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "მხარდაჭერა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების გარემოსდაცვითი დებულებების განხორციელებაში“ ფარგლებში სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით.
(NS)
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)