2019-10-25 13:05:46, 1073 ნახვა
საზოგადოება
112 მოქალაქეთა გამოკითხვას იწყებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მომხმარებელთა გამოკითხვას იწყებს.
გამოკითხვა განხორციელდება სამი სხვადასხვა არხის საშუალებით - სატელეფონო, ვებგვერდი (www.112.ge) და მობილური აპლიკაცია (#112Georgia).
სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდება სამ თვეში ერთხელ და გამოიკითხება 4500-მდე მოქალაქე. ვებგვერდსა და მობილურ აპლიკაციაში მსურველებს, მუდმივად ექნებათ საშუალება დააფიქსირონ საკუთარი აზრი.
გამოკითხვის შედეგად, შედეგების ანალიზის საფუძველზე, გამოიკვეთება მოქალაქეთა განწყობა, მათი შეხედულებები, რაც შემდგომში შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ს დაეხმარება მომსახურების გაუმჯობესებაში.
(NS)
ავტორი: ექსპრესნიუსი,