|
2019-10-24 17:02:11, 1086 ნახვა
საზოგადოება
ვეტერანთა კულტურის და დასვენების პარკში მიმდინარე სამუშაოები დასასრულს უახლოვდება
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. მისი თქმით, რეაბილიტაციის გარკვეულ ეტაპზე არსებული შეფერხებების მიუხედავად, პარკში სამუშაოები ამჟამად აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. „ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები აქ ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. ჩვენ გვქონდა სამუშაოებთან დაკავშირებული გარკვეული პრეტენზიები კომპანიასთან, თუმცა, დღეს განსხვავებული რეალობა გვაქვს. ასეთი მასშტაბის სამუშაოები აქ, რაც ეს პარკი გაკეთდა, არ შესრულებულა. რეაბილიტაციის შედეგად აქ ყველასთვის მოეწყობა სივრცე. ბავშვებისთვის იქნება ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები. ყველა თაობის წარმომადგენელს ექნება დასვენების შესაძლებლობა. ასევე, ძაღლებისთვის იქნება სპეციალური სივრცე, შემოღობილი ადგილი, სადაც ძაღლებს გაასეირნებენ. საბავშვო მოედანს რაც შეეხება, ვფიქრობ, ის ყველაზე დიდი იქნება, რაც კი თბილისში არსებულ სკვერებსა და პარკებშია - დაახლოებით, 600 კვ.მ ფართობზე იქნება განთავსებული. ამასთან, გაკეთდება ველობილიკი, ახალი განათებები და ორი ახალი შადრევანი“- განაცხადა კახა კალაძემ. პარკში უკვე მოეწყო ამფითეატრი, სათამაშო მაგიდები, ბაქანი, საჩრდილობელი, საგამოფენო სივრცე, სადაც დარჩენილია სამღებრო და მოპირკეთების სამუშაოები; თითქმის დასრულდა ღობის, საკალათბურთო მოედნისა და პარკში მდებარე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები; მოეწყო ერისთავის ქუჩის მხრიდან ჩამოსასვლელი ორი კიბე; მოეწყო წყალარინების ქსელი; ბოლო ეტაპზეა განათების, სარწყავი სისტემისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემების მონტაჟი; მიმდინარეობს მშრალი ტიპის შადრევნის მოწყობა და სრულდება არსებული კლასიკური შადრევნის რეაბილიტაცია; თითქმის დასრულდა ბეტონის საფეხმავლო ბილიკებისა და ველობილიკის მოწყობა; მიმდინარეობს ბილიკებზე ლითონის ჩამკეტების მონტაჟი და მიწის სამუშაოები და უახლოეს პერიოდში დაიწყება გამწვანების სამუშაოები. პარკის ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 71 313 კვადრატული მეტრია, ასევე, მოეწყობა საბავშვო და სპორტული მოედნები, კორტები და შინაური ცხოველების სასეირნო არეალები. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია. დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ ამაშუკელი.
(NS)
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრალდებულმა ორი პირი ლიმონკით ააფეთქა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია მოთავსებული
მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის წევრი, აქტზე ხელმომწერი ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)