04:56 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-23 17:12:27, 1408 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“-ს თანამშრომლებს შეხვდა

“უნივერსალური სამედიცინო ცენტრი”-ს თანამშრომლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი შეხვდა.

შეხვედრაზე კლინიკის ინფრასტუქტურის გაუმჯობესების  და ხელფასების გაცემის საკითხებზე ისაუბრეს.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, შენობის რეაბილიტაციასა და შესაბამისი ინფრასტუქტურის მართვაზე სახელმწიფო იზრუნებს. ცენტრთან დაკავშირებულ კონკრეტულ სამომავლო გეგმებს სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო განიხილავს და კლინიკის თანამშრომლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურებების საკითხსაც შეისწავლის.

„შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი. მედპერსონალის მხრიდან წარმოდგენილია 10 წევრი და ჩვენი მხრიდანაც შეიქმნა საბჭო. ხვალიდან დავიწყებთ კონკრეტულ გეგმებზე მუშაობას. განვიხილავთ, როდის გადავიხდით მათ სახელფასო ანაზღაურაებას, რასაც მე და ჩემი მოადგილე პირადად გავაკონტროლებთ. ჯანდაცვის სამინისტრო არ იყო მართვაში ჩართული, ეს ყოველივე იყო „საპარტნიორო ფონდის“ მმართველობის ქვეშ. ჯანდაცვის სფეროს სჭირდება სპეციფიკური მმართველობა და გამოჩნდა, რომ ჩვენი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრთან შეხვედრის შემდეგ სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრა საკმაოდ პროდუქტიული  იყო და მუშაობას ჩვეულ რეჟმში გააგრძელებენ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics