|
2019-10-22 19:04:41, 2165 ნახვა
საზოგადოება
როგორ დავაღწიოთ თავი ვადაგასული სესხების ამომღებ კომპანიებს
თუ მოქალაქეს ბანკიდან, ან ნებისმიერი სხვა საკრედიტო დაწესებულებიდან აღებული აქვს სესხი და გადახდის ვადის დადგომიდან 3 წლის განმავლობაში არაფერი გადაუხდია, ვალი ვადაგასულად (სამართლებრივ ენაზე „ხანდაზმულად“) ითვლება - ეს არის კანონის მოთხოვნა და ეს ძალიან კარგად იცის „ფინანსურმა ბიურომ“ ან მისმა მსგავსმა კომპანიებმა, რომლებიც, მიუხედავად ამისა, მოსახლეობას პირდაპირ შანტაჟის ენით ელაპარაკებიან. დიახ, ეს არის შანტაჟის ენა, მაგრამ, ასე ვთქვათ, კანონის ჩარჩოებში. „გაფრთხილებთ, რომ 5 სამუშაო დღის განმავლობაში უზრუნველყოთ აღნიშნული დავალიანების სრულად დაფარვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული შემდეგ ზომები:
ეს არის შაბლონური ტექსტი, რომელსაც „ფინანსური ბიურო“ და მისი მსგავსი კომპანიები მოსახლეობას უგზავნიან. მძიმე წასაკითხია და საშიშად გამოიყურება, არა? ამ დროს ეს არის მკაცრი იურიდიული ტერმინოლოგიით ნათქვამი, ზოგადი ცნებებით გაჯერებული წინადადებები, რომელთაც არავითარი კავშირი არ აქვს ნამდვილ სამართალწარმოებასთან. დავიწყოთ იმით, რომ ხანდაზმული ვალის სასამართლო ან საარბიტრაჟო გზით ამოღება შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ბანკი ან სხვა საკრედიტო ორგანიზაცია ვალის ამოღებას კერძო შპს-ს არ გადააბარებდა და იაფად არ გაყიდდა. დიახ, ეს არის უიმედო ვალები, რომელზეც ბანკმა ხელი სწორედ იმის გამო ჩაიქნია, რომ მისი ამოღების აღარავითარი სამართლებრივი და რეალური რესურსი არ გააჩნდა. ამის გამო, ასეთი უიმედო ვალები კერძო კომპანიამ იმ იმედით იყიდა, რომ სწორედ ასეთი წერილებითა და მეთოდებით მოახერხონ მათი გაცოცხლება. რას ნიშნავს გაცოცხლება? საკმარისია, ნებისმიერმა მოქალაქემ თუნდაც ათი წლის ვადაგასულ სესხზე კომპანიას ხელი მოუწეროს აღიარების ფურცელზე, რომ ვალი გაცოცხლებულია და ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის დენა ხელახლა დაიწყება. ამის შემდეგ ნამდვილად შეუძლია, მიმართონ საარბიტრაჟო ან სასამართლო ორგანოებს და წერილში ჩამოთვლილი პირველი ოთხი პუნქტი მოქმედებაში ნამდვილად მოიყვანონ. სწორედ ამის გამოა, რომ „ფინანსური ბიურო“ და მისი მსგავსი კომპანიები, რომლებიც ხშირად თავს სახელმწიფო უწყებებადაც კი ასაღებენ, ყველა ხერხს მიმართავენ, რომ დაითანხმონ უიმედო მოვალეები ხელი მოაწერონ აღიარების ფურცელს. ამისთვის მზად არიან, შეაწუხონ თქვენი მშობლები, მეზობლები, ნათესავები, თანამშრომლები და თქვენს რეპუტაციაზე ზემოქმედებით დაგითანხმონ თუნდაც ვალის გადახდის დიდ ვადაზე გადანაწილებაზე შესაბამისი შეთანხმების გაფორმების გზით რაც ავტომატურად ვალისგაცოცხლებასა და მთელ რიგ პრობლემებს იწვევს. ისინი იმუქრებიან იურისტებით, მაგრამ იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმაც კი იცის, რას ნიშნავს ხანდაზმულობა და ისიც, რომ თაღლითობა ერთ-ერთი ურთულესი დანაშაულია მტკიცების თვალსაზრისით და გამოძიებით და სისხლის სამართლის საქმის აღძვრით დამუქრება მხოლოდ და მხოლოდ თქვენს ნერვებზე თამაშია. მოდით, რადგან ასეთ ვალებში მთავარი მაინც ხანდაზმულობის თემაა, კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ, რას გულისხმობს ის. ხანდაზმულობის წარმოქმნა სესხის ხანდაზმულობა ვალდებულების შეუსრულებლობის წარმოქმნის დღიდან ითვლება. ანუ მაგალითად კლიენტს სესხი დასაბრუნებელი აქვს 2019 წლის 31 დეკემბერს, მაგრამ მან იგი ვერ დააბრუნა. ამ შემთხვევაში,ამ შემთხვევაში, როცა დადგა გადახდის ვადა და არ გადაიხადა მოვალემ, მაშინ იწყება ხანდაზმულობის ვადის დენა. კანონის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება მაშინ, როცა კრედიტორმა შეიტყო მისი უფლების დარღვევის შესახებ. ამ შემთხვევაში 31 დეკემბერი რომ დადგა და ბანკმა არ მიიღო გაცემული კრედიტის თანხა, წარმოეშვა ვალის გადახდის მოთხოვნა. ბანკს შეუძლია, მომდევნო დღესვე, პირობითად, პირველ იანვარს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი. მაგრამ, თუ ის ამ ნაბიჯს 3 წლის განმავლობაში არ დგამს, ხანდაზმულობის ვადა გასულად ჩაითვლება. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს ის თანხა, რომლის გადახდის ვალდებულებაც მას გააჩნდა სასამართლოში სარჩელის შეტანამდე 3 წლის განმავლობაში. ვალის ამომღები კომპანიები, სხვადასხვა მეთოდს იყენებენ ხანდაზმული ვალების ამოსაღებად და ხშირ შემთხვევაში, სესხის ამღები პირების არაინფორმირებულობის გამო, სოლიდურ მოგებასაც ნახულობენ. ასეთი კომპანიები, რომლებიც, როგორც წესი, ძირითადად ყოფილი პოლიციელებით არის დაკომპლექტებული, წერილობით მიმართავენ მსესხებლებს და, მართალია, კანონის სრული დაცვით, მაგრამ ერთგვარ მუქარის შემცველ ტექსტებს წერენ. ეს გულისხმობს მოძრავი ქონების, საბანკო ანგარიშების დაყადაღებას და სასამართლოში სარჩელის შეტანას. იურისტები განმარტავენ, რომ სესხების ამომღებ კომპანიას სრული უფლება აქვს, წავიდეს სასამართლოში, მაგრამ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს მისთვის ფუჭი გარჯაა, თუ მსესხებელმა იცის, რომ სასამართლო პროცესზე აუცილებლად უნდა წარმოთქვას ერთი ფრაზა – „ჩემი სესხი ხანდაზმულია“.
(R)
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)