04:57 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-22 16:25:55, 1520 ნახვა

საზოგადოება
მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროცესს გაეცნო. ამჟამად, ადგილზე მიწის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, „112“-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა“ და „მათე მოტორსის“ ყოფილ შენობას შორის გაივლის და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. ბეტონის ახალი გზა ოთხზოლიანი იქნება.

„ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ეს არის მაჭავარიანის ქუჩასა და მარშალ გელოვანის გამზირს შორის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. იცით, როგორ ვითარდება მაჭავარიანის ქუჩისა და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია. მხოლოდ და მხოლოდ ორი მისასვლელი გზა აქვთ: ერთი -  საბურთალოდან,  ნუცუბიძის ქუჩიდან  და მეორე - ვაშლიჯვრიდან, რომელიც საკმაოდ დატვირთულია. ეს ახალი პროექტი მოგვცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მეტად განიტვირთოს მოძრაობა და ამ გზის მშენებლობის სახით, დამატებით ახალი პროექტი განხორციელდეს. კომპანიებს საკმაოდ რთულ პირობებში უწევთ მუშაობა, რადგან მაჭავარიანის ქუჩასა და მარშალ გელოვანის გამზირის დონეებს შორის სხვაობა, დაახლოებით, 200 მეტრია. მიხარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომლითაც დედაქალაქის მოსახლეობა ძალიან მალე ისარგებლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

პროექტი მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება. მისი ღირებულება 15 მილიონ ლარს შეადგენს.

საგზაო სამუშაოებს კახა კალაძესთან ერთად, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი მამუკა მდინარაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე, ასევე, მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები გაეცნენ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics