10:54 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-21 16:37:58, 1597 ნახვა

საზოგადოება
„განათლება მდგრადი განვითარებისთვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის“ დოკუმენტის განხილვა მოხდა

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა დოკუმენტის - “განათლება მდგრადი განვითარებისთვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის” წარდგენა დაინტერესებულ მხარეებთან. 

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა მიმართა და ისაუბრა ეროვნულ და გლობალურ კონტექსტში განათლების  როლზე მდგრადი განვითარების მისაღწევად. 

შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის,, საქართველოს პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსებისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წარმომადგენლები. 

შეხვედრის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა დოკუმენტი, ხოლო პროექტის ექსპერტმა თეა სიფრაშვილმა გააცნო მათ ტრატეგიის სამოქმედო გეგმა.

შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და შენიშვნები დოკუმენტთან დაკავშირებით და შეთანხმდენ სამომავლო თანამშრომლობაზე. 

დოკუმენტს “განათლება მდგრადი განვითარებისთვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმის შემუშავებას” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის წევრი, აქტზე ხელმომწერი ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა
აშშ მოითხოვს, რომ ევროპას უკრაინაში ომის შესახებ მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილი მიეცეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის პარტნიორები ახლო აღმოსავლეთში ირანის ბლოკადის გაგრძელებას იმედოვნებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics