2019-10-21 13:08:39, 1717 ნახვა
საზოგადოება
როგორი ამინდი იქნება საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-24 ოქტომბერს ქვეყნის ტერიტირიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +20, +25 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 22-24 გრადუსი დაფიქსირდება.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან