04:20 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-21 11:27:06, 877 ნახვა

საზოგადოება
„ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ“ კორპორატიულ მომხმარებლებს კურორტ საირმეში უმასპინძლა

ტოიოტა ცენტრი თეგეტას მიერ კურორტ საირმეში მოეწყო სპეციალური ღონისძიება კორპორატიული მომხმარებლებისთვის, რომელიც უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა და ყოველწლიურად იმართება.

ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენდა მომხმარებლების უკეთ გაცნობა, მათი მოთხოვნების და რეკომენდაციების მიღება და საქმიან ურთიერთობებთან ერთად მეგობრული ურთიერთობების დამყარება.

ოფიციალური ნაწილის გარდა ღონისძიება დატვირთული იყო სხვადასხვა სპორტული და გასართობი აქტივობებით, რათა სტუმრებს მაქსიმალურად სასიამოვნოდ გაეტარებინათ დრო. ღონისძიების ფარგლებში ჩატარებული სხვადასხვა აქტივობებიდან აღსანიშნავია Off-Road ტური, რომლის დროსაც სტუმრებს საშუალება მიეცათ, უგზოობის რეალურ პირობებში გამოეცადათ ტოიოტას 2019 წლის ყველგანმავალი მოდელები, კერძოდ LC200, Prado, Fortuner-ი და Hilux-ი, რათა თავად დარწმუნებულიყვნენ ტოიოტას ახალი მოდელების უსაზღვრო შესაძლებლობებში.

ტოიოტა ცენტრი თეგეტასთვის მთავარი ამომავალი წერტილი მომხმარებლის კმაყოფილება და კომფორტია. კომპანია მაღალკვალიფიციური კადრებით და მაღალი ხარისხის სერვისით მუდმივად ზრუნავს მათ კომფორტზე.

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics