|
2019-10-18 10:05:14, 638 ნახვა
საზოგადოება
ხიზანიშვილის ქუჩის კიდევ ერთ მონაკვეთზე ასფალტი იგება
გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩის კიდევ ერთ მონაკვეთზე 5000 კვადრატული მეტრი ასფალტის საფარი იგება. სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე პირადად გაეცნო. თბილისის მერის განცხადებით, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. „ჩვენ ახლა გლდანის რაიონში, მე-6 და მე-8 მიკრორაიონებს შორის არსებულ ტერიტორიაზე ვიმყოფებით, სადაც გზის დაგების, კონკრეტულად კი, ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა, გლდანის რაიონში, ორ ცენტრალურ ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდეს. წყლისა და წყალარინების ქსელი აქ სრულად განახლებულია და მხოლოდ საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. სამწუხაროდ, პროექტი გარკვეული პრობლემების გამო გაიწელა, თუმცა დღეს, აქ რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია გვაქვს. კონტრაქტორი კომპანია კეთილსინდისიერად ახორციელებს სამუშაოებს“- განაცხადა კახა კალაძემ. ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც მიწისქვეშა კომუნიკაციების კაპიტალურ განახლებას, წყლის, სანიაღვრე და წყალარინების ქსელის მოწყობას ითვალისწინებდა, დასრულებულია. სამუშაოები კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ (GWP) შეასრულა. გარდა ამისა, ორივე ქუჩაზე უკვე დაგებულია 15 000 კვ. მ. ასფალტის ქვედა ფენა. გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის დაგების შემდეგ რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლი. გარდა ამისა, დამონტაჟდება 22 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი. ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების ჯამური სიგრძე დაახლოებით, რვა კილომეტრს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 11 777 776 ლარი დაიხარჯება. დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები - გულია გოცირიძე და ირაკლი ზარქუა.
(NS)
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)