|
2019-10-17 16:59:13, 1294 ნახვა
საზოგადოება
მარტვილის კანიონი ევროპის საბჭოს კონკურსის გამარჯვებული გახდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორციელებული მარტვილის კანიონის განვითარების პროექტი ევროპის საბჭოს ევროპის ლანდშაფტების კონვენციის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული გახდა. დაჯილდოების ცერემონია 2020 წელს, „ევროპის საბჭოს ლანდშაფტების ფორუმის“ ფარგლებში გაიმართება. გამარჯვების შესახებ ოფიციალური უწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ევროპის ლანდშაფტების კონვენციის აღმასრულებელი მდივნისგან, მაგელონ დეჟან-პონისგან მიიღო. როგორც წერილშია აღნიშნული, მარტვილის კანიონისათვის ჯილდოს მინიჭება მისმა განსაკუთრებულმა მნიშვნელობამ და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების გაზრდაში შეტანილმა წვლილმა განაპირობა. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა კი, პროექტი აღიარა როგორც ერთიანი ქსელის წევრი. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად, ხორციელდება დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული განვითარება. ჩვენი კონცეფცია ვრცელდება ყველა დაცულ ტერიტორიაზე და მათი განვითარების დაგეგმვისას ვითვალისწინებთ სამ ძირითად ფაქტორს: პირველ რიგში, ინფრასტრუქტურული პროექტები საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს და უნდა იცავდეს უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას. მეორე - მას უნდა ჰქონდეს საგანმანათლებლო ფუნქცია; ვიზიტორთა ცენტრები სწორედ ამ მიზნით ეწყობა და მესამე, უმნიშვნელოვანესია რეგიონებში დაცული ტერიტორიების განვითარებით ხელი შევუწყოთ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური დონის გაუმჯობესებას, ადგილობრივი ეკოტურისტული ბიზნესის განვითარებასა და სოფლის მეურნეობის გაძლიერებას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. პრიზის მოსაპოვებლად წარდგენილი იყო ევროსაბჭოს 47 წევრი ქვეყნის არაერთი პროექტი, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ლანდშაფტების აღდგენაში და შექმნეს მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ხდებოდეს მსოფლიოში ლანდშაფტების აღდგენა, მართვა და მართვის პროცესში მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა. აღნიშნული კონკურსი 2008 წლიდან ტარდება და მასში ისეთი ქვეყნების პროექტები იმარჯვებენ, როგორებიცაა: საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი და ა.შ მარტვილის კანიონი ადგილობრივი მოსახლეობის მდგრადი განვითარების პროცესებში ჩართულობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. კანიონზე დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის აშენების და ინფრასტრუქტურის მოწყობის შედეგად ტურიზმი გახდა უსაფრთხო, გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა, მიმდებარედ შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები.
(NS)
ალ არაბია: აშშ და ირანი ურანის გამდიდრების დონეზე შეთანხმდნენ.
უკრაინამ ნოვგოროდის ოლქში მდებარე საავიაციო ქარხანას შეუტია, რომელიც სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებს ემსახურება
როიტერი: რუსეთმა და უკრაინამ პირადად გამოხატეს მზადყოფნა ტერიტორიული გაცვლისთვის
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)