2019-10-16 16:31:16, 1034 ნახვა
საზოგადოება
დევნილები მინისტრთან შეხვედრის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროში შეიჭრნენ - ისინი ტიკარაძის გადადგომას ითხოვენ
დევნილები შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროში შეიჭრნენ.
როგორც ისინი აცხადებენ, მინისტრთან შეხვედრა არაერთხელ მოითხოვეს, თუმცა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. დევნილები აცხადებენ, რომ თუ ეკატერინე ტიკარაძე მათ არ შეხვდებათ, ისინი მის კაბინეტში ავლენ.
ამ დროისთვის, ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
ცნობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები უკვე 30-ე დღეა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან