01:41 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-15 21:02:45, 1253 ნახვა

საზოგადოება
კლინიკის დირექტორი - იკვეთება პროცესში მონაწილე პერსონალის გარკვეული გადაცდომა

იკვეთება პროცესში მონაწილე პერსონალის გარკვეული გადაცდომა - ამის შესახებ ახალი კლინიკის“ დირექტორმა, კახა ხელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მედპერსონალმა, რისკების შეფასების დროს, იჩქარა გადაწყვეტილების მიღება.
”კლინიკის შიდა მოკვლევის სამსახურმა დაიწყო ამ ფაქტის განხილვა და ვადასტურებ, რომ ამ ეტაპზე, იკვეთება პროცესში მონაწილე პერსონალის გარკვეული გადაცდომა. ჩვენს კლინიკას, მინიჭებული ლიცენზიის ფარგლებში, შეუძლია პირველი დონის პაციენტის მიღება და სამედიცინო დახმარების გაწევა. აღნიშნული პაციენტი კი იყი მძიმე, რომელსაც ესაჭიროებოდა უფრო მაღალი დონის სამშობიარო გადაგზავნა. სწორედ ამან განაპირობა ეს ტრაგედია. ამ დროისთვის საქმის მოკვლევა დაიწყო, როგორც ჯანდაცვის სამინისტრომ, ასევე შსს- მ . ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოკვლევის შედეგები შემდგომი რეაგირებისთვის , რადგან მომხდართან დაკავშირებით ჩვენ ურთიერთობა გავწყვიტეთ და ასევე დროებით ლიცენზია შეუწყდათ იმ მედიკოსებს , რომლებიც დაღუპული ქალბატონის მშობიარობის პროცესში იყვნენ ჩართულნი. რაც შეეხება ოჯახის ბრალდებას , კლინიკის მხრიდან პაციენტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეუტყობინებლობაზე,  სიმართლეს არ შეესაბამება. პაციენტი გადაყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში , სადაც მუდმივი კომუნიკაცია ვერ ხერხდება. ადმინისტრაცია ასევე დაინტერესდა, კლინიკის თანამშრომლების მხრიდან პაციენტის ოჯახის მიმართ არაეთიკურ მოპყრობას თუ ჰქონდა ადგილი და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში,  ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებას “- განაცხადა კახა ხელაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics