01:42 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-15 11:42:44, 1129 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია მეტროსთვის 40 ახალ ვაგონის შესყიდვას გეგმავს

სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, მუნიციპალიტეტი თბილისის მეტროსთვის 40 ახალ ვაგონს შეისყიდის, რაც მეტროს სისტემაში ათი ახალი მატარებელია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, მეტროსადგურებისა და ვაგონების რეაბილიტაცია სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. 

„მეტროს დღეს ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს დღის განმავლობაში. შესაბამისად, იქ არსებული მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, როგორც ვაგონების, ასევე, მეტროსადგურებისა და გვირაბებში არსებული სიტუაციის მხრივ. ამიტომ, დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. ეს არის ძალოვანი კაბელების ცვლილება, რომლის ფარგლებშიც, დაახლოებით, 450 კილომეტრზე მეტი კაბელი შეიცვლება. ასევე, მთლიანად შეიცვლება გამნიავებელი სისტემა თავისი აგრეგატებით. აღნიშნული სამუშაოები მომავალი წლის ივლისში დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერმა საზოგადოებას სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მეტროს მუშაობის გრაფიკის შემცირების გამო, ბოდიში მოუხადა. 

„სამუშაოების გამო, მეტრო ერთი საათით ადრე ასრულებს მუშაობას, რისთვისაც მოსახლეობას ბოდიში უნდა მოვუხადო. უბრალოდ, სხვანაირად შეუძლებელია ამ სამუშაოების წარმოება, თუმცა ჩვენთვის მთავარია მგზავრების უსაფრთხოება. რაც კი მეტრო გაიხსნა, მას შემდეგ ასეთი მასშტაბური სამუშაოები არ განხორციელებულა. პარალელურად, ვახორციელებთ მეტროს იმ ვაგონების რეაბილიტაციას, რომელიც მსგავს სამუშაოებს ექვემდებარება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერის თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით, მუნიციპალიტეტი დაახლოებით, 60 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 40 ვაგონს შეისყიდის. 

„მეტროს 40 ვაგონი იქნება პირველ ეტაპზე შეძენილი. ეს არის ოთხვაგონიანი ათი შემადგენლობა. ამ დროისთვის, მიმდინარეობს სპეციფიკაციებზე მუშაობა, რადგან ეს ჩვენთვის სიახლეა და მათი ექსპერტების ჩართულობით, ვადგენთ სატენდერო დოკუმენტაციას, თუ როგორ უნდა მოხდეს ვაგონების შესყიდვა. დაახლოებით, 60 მლნ დოლარი ჯდება ახალი ვაგონების შესყიდვა და ისინი სამი წლის განმავლობაში უნდა იქნეს მოწოდებული“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

მისივე თქმით, ვაგონების ჩანაცვლების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. პარალელურად კი მეტროსადგურების რეაბილიტაციაა დაგეგმილი. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics