|
2019-10-15 10:17:28, 712 ნახვა
საზოგადოება
ჭავჭავაძის გამზირის მეორე სარეაბლიტაციო მონაკვეთში ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება მიმდინარეობს
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირის კაპიტალურ რეაბილიტაციას განაგრძობს. ამჯერად, ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება მიმდინარეობს „პიქსელის“ შენობიდან არაყიშვილის ქუჩამდე არსებულ 4500კვ. მ მონაკვეთზე. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, გვიან ღამით, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. თბილისის მერის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირზე, „პიქსელის“ შენობიდან არაყიშვილის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა, დაპირებისამებრ, 16 ოქტომბრიდან აღდგება. “ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ 16 ოქტომბრიდან უკვე შესაძლებელი იქნებოდა ავტომობილებით გადაადგილება. ეს არის „პიქსელიდან“ არაყიშვილისა და რამიშვილის ქუჩების კვეთამდე არსებული მონაკვეთი. ამ მონაკვეთში მიმდინარეობს ასფალტის ქვედა ფენების მოწყობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამუშაოები ამ ფენის დაგებით სრულდება. პარალელურად, გავაგრძელებთ პროექტით გათვალისწინებულ სხვა სამუშაოებს, როგორიც არის ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობა, ელექტროგადამცემი ხაზების მიწის ქვემოთ ჩატანა, განათების ბოძების დაყენება თავისი ლედსანათებით. ამასთან, ჩვენ არ ვჩერდებით და პროექტის გაგრძელებასთან დაკავშირებით, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, გადავდივართ მომდევნო - არაყიშვილის ქუჩიდან რიგის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთზე, სადაც ასფალტის საფარი მიმდინარე თვის ბოლომდე, ანალოგიურად, ქვედა ფენებში იქნება მოწყობილი. ამდენად, ჩვენ მივყვებით თანმიმდევრულად და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს კონკრეტული პროექტი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. სრული სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს 2.5 კილომეტრს. პროექტის ფარგლებში იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და საერთო ჯამში 60 000 მ2 ფართობზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „ჯეუ გრუპი“ განახორციელებს. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 000 000 ლარი დაიხარჯება. დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი.
(NS)
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)