|
2019-10-14 10:23:04, 1290 ნახვა
საზოგადოება
თბილისში კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა
ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის ორგანიზებით, კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა, რომელიც ძუძუს კიბოს რადიოლოგიურ და გენეტიკურ სკრინინგს და მკურნალობას მიეძღვნა. ღონისძიება სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ და საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის პრეზიდენტმა გიორგი ძაგნიძემ გახსნეს. სიმპოზიუმზე სიტყვით გამოსვლისას სკრინინგ ცენტრის დირექტორმა საქართველოში ძუძუს სკრინინგის პროგრამის სტატისტიკაზე, თავისებურებებზე, ცენტრის მუშაობის სპეციფიკაზე, არსებულ ხარისხის კონტროლზე, გამოწვევებსა და პროგრამის განვითარების გეგმებზე ისაუბრა. „უმნიშვენლოვანესია, რომ ჩვენს ექიმებს აქვთ შესაძლებლობა, რომ მათ საერთაშორისო ექსპერტებმა თანამედროვე, ევროპული სტანდარტები და გამოცდილება გაუზიარონ. განსაკუთრებით ისეთი ქვეყნების წარმომადგენლებმა, რომელთაც ძუძუს კიბოს სკრინინგის მოდელზე, პროგრამის მოწყობაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ეროვნულ სკრინინგ ცენტრს გააჩნია ყველა პირობა იმისთვის, რომ უმაღლესი ხარისხის მომსახურება შესთავაზოს ყველა პაციენტს, როგორც თანამედროვე სამედიცინო აპარატურა, ასევე მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი. ჩვენს მოქალაქეებს აღარ უნდა უწევდეთ საზღვარგარეთ გამგზავრება სამედიცინო მომსახურების მისაღებად”, - განაცხადა ეთერ კიღურაძემ. ონკოგენეტიკის, ონკოპლასტიკური ქირურგიის, ფარმაკოლოგიის მიღწევებსა და ონკოლოგიაში სამეცნიერო მიდგომების მრავალდარგობრივ განხილვაში მონაწილეობდნენ დარგის საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები: პროფესორი ჯონ რობერტსონი (ძუძუს ქირურგი, დერბის სამეფო ჰოსპიტალი, ნოტნგემის უნივერსიტეტი), პროფესორი მარკ სიბერინგი (ძუძუს ქირურგი, დერბის სამეფო ჰოსპიტალი, ძუძუს ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ნოტინგემის უნივერსიტეტი), პროფესორი ლასლო თაბარი (რადიოლოგი, მამოგრაფიის სწავლების კოორპორაციის პრეზიდენტი, პროფესორი ენტონი ჰოველი ონკოლოგი, მანჩესტერის კიბოს კვლევის ცენტრი და ქრისტის ჰოსპიტალის კიბოს ცენტრი) და ერიკ რობერტსონი (FAHRAS პროგრამის ავტორი, ინგლისი). სიმპოზიუმი განკუთვნილი იყო რადიოლოგებისთვის, ონკოლოგებისთვის, ქირურგებისთვის, გენეტიკოსებითვის, გინეკოლოგებისთვის, მამოლოგებისა და ციტოპათოლოგებისთვის.
(NS)
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)