01:41 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-14 10:20:35, 1338 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი თაფლის მწარმოებლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თაფლის სექტორის მრჩეველთა კომიტეტის სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა და იმ ხელშემწყობ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომლებსაც სამინისტრო თაფლის სექტორის განვითარების მიზნით ახორციელებს.

„ბოლო პერიოდში, თაფლის წარმოება 35%-ით გაიზარდა. ჩვენ ამ პროდუქტის წარმოების კარგი პოტენციალი გვაქვს. გამოწვევაა ბევრი საკითხი, მათ შორის, უვნებლობის, ვეტერინარიის და შესაბამისი თანამედრივე ცოდნის მიმართულებებით. ვფიქრობთ, გრძელვადიან პერსპექტივაში, თაფლი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი გახდება.  აღსანიშნავია, რომ მნიშველოვანი  პროგრესი უკვე სახეზეა.  საერთაშორისო გამოფენებში აქტიურად ვმონაწილეობთ; ევროპის ბაზრებზე ექსპორტის უფლებაც მივიღეთ. სამომავლოდ,    აქტიური  ექსპორტის განხორციელების ამბიცია გვაქვს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც კავკასიის ალიანსების პროგრამების ლიდერმა, ჰელენ ბრადბერმა აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყების წარმომადგენლების დასწრება მსგავსი ფორმატის შეხვედრებზე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს საჯარო და კერძო სექტორს შორის კომუნიკაციის გაძლიერებას.

კომიტეტის სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის თავმჯდომარე, სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი, ომბუდსმენის აპარატი, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების გამგეობის წევრები, კერძო ლაბორატორიების წარმომადგენლები და თაფლის მწარმოებლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი" და „კავკასიის ალიანსების პროგრამა".

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics