|
2019-10-12 10:37:16, 2609 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე გლდანის რაიონში, ვეკუას ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გლდანის რაიონში, ვეკუას ქუჩაზე, გზის საფარის დაგების სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, გვიან ღამით, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა. დედაქალაქის მერის განცხადებით, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია, რომელიც გარკვეულ ეტაპზე, სხვადასხვა მიზეზის გამო, შეფერხებებით მიმდინარეობდა, ამჟამად აქტიურ რეჟიმში გრძელდება. „როგორც იცით, ჩვენ გლდანის რაიონში ვახორციელებთ ორი ცენტრალური - ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციას. აქ ჩვენ გვქონდა პრობლემები, სამუშაოები გარკვეული მიზეზების გამო შეფერხებული იყო, რაზეც ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზეც ვისაუბრე. დღეს, უკვე დაწყებული გვაქვს მოასფალტების სამუშაოები ვეკუას ქუჩაზე, მეშვიდე მიკრორაიონთან. ჩვენი გეგმის მიხედვით, ორივე ქუჩაზე ასფალტის ქვედა ფენების დაგება დეკემბრის ბოლომდე დასრულებული უნდა იყოს. სამუშაოების ყველაზე მძიმე, პირველ ეტაპზე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემას. ამჟამად მიმდინარეობს დაერთებები. ამ პროექტის ფარგლებში შეიცვლება განათების ბოძები, ელექტროგადამცემი კაბელები კი მიწის ქვეშ განთავსდება. ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და საავტობუსე ზოლები,“- განაცხადა კახა კალაძემ. სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც მიწისქვეშა კომუნიკაციების კაპიტალურ განახლებას, წყლის, სანიაღვრე და წყალარინების ქსელის მოწყობას გულისხმობდა, ამ დროისთვის დასრულებულია. სამუშაოები კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ (GWP) შეასრულა. გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის დაგების შემდეგ რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლი. გარდა ამისა, დამონტაჟდება 22 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი. ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების ჯამური სიგრძე დაახლოებით, რვა კილომეტრს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 11 777 776 ლარი დაიხარჯება. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერთან ერთად, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ასევე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები გულია გოცირიძე და ოთარ გრიგოლია გაეცნენ.
(NS)
როიტერი: რუსეთმა და უკრაინამ პირადად გამოხატეს მზადყოფნა ტერიტორიული გაცვლისთვის
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)