|
2019-10-11 18:13:27, 2142 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო - TI-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია არ ასახავს რეალურ კონტექსტს და ქმნის ყალბ შთაბეჭდილებას
თავდაცვის სამინისტრო 2017-2018 წლების პერიოდში უწყების მიერ პიარსამსახურების თანამშრომლების რაოდენობისა და მათი ანაზღაურებისთვის ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების შესახებ „საერთაშირისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც სამინისტროში აცხადებენ, გავრცელებული ინფორმაცია რეალურ კოტექსტს არ ასახავას და შესაძლოა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავდეს მიზნად. „მოგახსენებთ, რომ „საერთაშირისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ 2017-2018 წლების პერიოდში თავდაცვის სამინისტროს მიერ პიარსამსახურების თანამშრომლების რაოდენობისა და მათი ანაზღაურებისთვის ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია არ ასახავს რეალურ კონტექსტს და ქმნის ყალბ შთაბეჭდილებას, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით პერსონალი და ხარჯები მნიშვნელოვნად იზრდება, რაც შესაძლოა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავდეს მიზნად. თავდაცვის სამინისტროში „სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის“ რიცხოვნება 2016 წლიდან პრაქტიკულად არ გაზრდილა. 2016 წელს მოხდა მსგავსი ფუნქციების მქონე დანაყოფების - „სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტისა“ და „მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს“ გაერთიანება, შეიქმნა „სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი“. ამასთან, გაერთიანების შემდეგ, საშტატო ერთეულების რაოდენობა შემცირდა. ამდენად აღნიშნული დეპარტამენტი არის ორი დეპარტამენტის გაერთიანების შედეგი და მოიცავს როგორც სტრატეგიული კომუნიკაციების, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებებს. დეპარტამენტისთვის ასევე მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს მოქალაქეთა მისაღები, სადაც წარმოდგენილია საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომლები და რომელიც საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას ემსახურება. სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარება ნატოსა და საქართველოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს, რომლის მიზანიც თანამედროვე საინფორმაციო გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირებაა. 2014 წელს ვარშავის სამიტზე ნატოსა და საქართველოს შორის შეთანხმებით, სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარება ერთ-ერთ იმ მიმართულებად დასახელდა, სადაც ალიანსი საქართველოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მხარს უჭერს. ზოგადად, თავდაცვის სამინისტრო აქტიურად ახორციელებს ტოტალური თავდაცვის მიდგომას, რომელიც მოიცავს საინფორმაციო და ფსიქოლოგიურ თავდაცვას, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სტრატეგიული კომუნიკაციები. თანამედროვე საინფორმაციო გამოწვევებზე ადექვატური რეაგირების მიზნით ასევე, მნიშვნელოვანია საინფორმაციო გარემოს ანალიზისა და მონიტორინგის შესაძლებლობების განვითარება. ამ კუთხით, თავდაცვის სამინისტრო ევროკავშირთან თანამშრომლობით მაქსიმალურად ავითარებას აღნიშნულ მიმართულებას“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)