2019-10-11 13:35:25, 1975 ნახვა
საზოგადოება
საგარეო უწყება იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს, ტაიფუნის გამო, გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ
საგარეო საქმეთა სამინისტრო იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოსალოდნელი ტაიფუნის შესახებ აფრთხილებს.
საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს, გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ.
“იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, იაპონიის კუნძულ ჰონსიუს ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება. იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გთხოვთ დაიცვათ უსაფრთხოების ნორმები, თავი შეიკავოთ 12-13 ოქტომბერს გარეთ გასვლისგან და საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: +81 70 3180 5601“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან