|
2019-10-10 11:07:41, 1158 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლში კომუნალური გადასახადების ქვითრებში სწორი მონაცემების შეტანის სერვისით 13 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა
იუსტიციის სახლი მუდმივად ზრუნავს მოქალაქეებისთვის მომსახურების ერთ სივრცეში მიღების პროცესის გამარტივებაზე. კომუნალური გადასახადების ქვითრებში სწორი მონაცემები ამ დრომდე 13 318-მა მომხმარებელმა დააფიქსირა. სემეკისა და იუსტიციის სახლის თანამშრომლობის შედეგად, იუსტიციის სახლში დაინერგა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომპანიების მომსახურებები. კომუნალური გადასახადების ქვითრებში სწორი მონაცემების დაფიქსირება აბონენტებს იუსტიციის სახლის 22-ვე ფილიალში შეუძლიათ. სპეციალურად ამ სერვისისთვის მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ შეიქმნა სამუშაო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლისგან ელექტრონული განცხადების მიღებას; ასევე, მონაცემების ელექტრონულ მიმოცვლას იუსტიციის სახლსა და კომპანიებს შორის. თუ აქამდე ქონების რეგისტრაციის შემდეგ მოქალაქეს უწევდა ვიზიტი მინიმუმ სამ კომპანიაში (მაგ.: თელასი, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, თბილისი ენერჯი) გამოცხადება, რათა მატერიალურად შევსებული განცხადების საფუძველზე ქვითარში ძველი მესაკუთრის ნაცვლად დაეფიქსირებინა საკუთარი რეკვიზიტები, მომსახურების იუსტიციის სახლში არსებობა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს დაზოგოს დრო, ხარჯები და ქონების რეგისტრაციის პარალელურად მხოლოდ ერთი განცხადებით მიმართოს კომპანიებს. ეს კომპანიებია: თელასი, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, თბილისი ენერჯი, ენერგო-პრო ჯორჯია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, სოკარ ჯორჯია გაზი, საქორგგაზი, შპს რუსთავის წყალი, შპს მცხეთის წყალი, შპს თელავგაზი, შპს ინტერ გაზი, შპს ვაკე, შპს ჩირაღდანი - XXI საუკუნე, შპს აკრიანი - 2006, შპს გასკო +, შპს ენერგია +, შპს ტაბა, სს საჩხერეგაზი, შპს გამა, შპს ყამარი, სს ენერგოკავშირი, შპს ვარკეთილაირი, შპს დიდი დიღომი, შპს მარნეულის სოფწყალი, შპს საჩხერის წყალკანალი, შპს ბათუმის წყალი, შპს ქობულეთის წყალი, შპს „სოგური. იუსტიციის სახლი არის ადგილი, სადაც მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 450-მდე სერვისის მიღებას მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში იღებს. იუსტიციის სახლის სერვისების მიწოდების კიდევ უფრო მეტი ეფექტურობისა და ადაპტირებული გარემოს შექმნისთვის ორგანიზაციაში ზრუნვა კვლავ გაგრძელდება, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზნის მიღწევას - კიდევ უფრო გაუმჯობესდეს მოქალაქეთა მომსახურების ხარისხი.
(NS)
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)