|
2019-10-07 16:29:01, 1641 ნახვა
კომენტარი
იაგო ხვიჩია: ტაქსებთან დაკავშირებული რეფორმა არაკონსტიტუციური
პოლიტიკური პარტია "გირჩის" თავჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადებით, ტაქსის რეგულაციები არაკონსტიტუციურია და ტაქსისთან ბრძოლა გამოხატვის თავისუფლებასთან ბრძოლაცაა. მისივე თქმით, გირჩი გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება ხელშეუხებელი გახდეს. "ეს რეფორმა რაც მათ დაიწყეს არის არასწორი, არაკონსტიტუციური. ეწინააღმდეგება პირველი საკუთრების უფლება და მეორე ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას. თანამიმდევრულად ვეცდებით ადამიანებს ავუხსნათ, რომ ეს არ არის კანონში ხვრელის პოვნის ამბავი, ეს არის გამოხატვის თავისუფლების ამბავი და გამოხატვის თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კანონში ხვრელის პოვნა. კანონში ხვრელი ვიპოვეთ ჩვენ იმის გამო, რომ ეს გამოხატვის თავისუფლებაა და გამოხატვის თავისუფლება ჯერ კიდევ არსებობს ამ ქვეყანაში. როცა ჩვენ კანონში ხვრელს ვერ ვიპოვით, ეს ნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლება წაიღო მთავრობამ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არავინ ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას არ შეეხოს", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)