12:18 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-27 11:08:18, 365 ნახვა

სპორტი
ჰარი კეინმა ოქროს ბურთი მოიგო

26 ოქტომბერს, ლონდონის პალადიუმის თეატრში ოქროს ბურთის 70-ე ცერემონია გაიმართა. პრესტიჟული ჯილდო მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა და ინგლისის ნაკრების კაპიტანმა ჰარი კეინმა მოიპოვა.

ასევე, ლონდონ სიტის „ლომონესეს“ ფეხბურთელმა ალექსია პუტელასმა 2026 წლის ქალთა ოქროს ბურთი მოიგო. ეს პუტელასის კარიერაში მესამე ჯილდოა. „ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა ადრე ეს ჯილდო 2021 და 2022 წლებში მოიგო. მიმდინარე წლის მაისში მან კატალონიური კლუბი დატოვა და ინგლისში გადავიდა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსოფლიო ფეხბურთის მთავარი ინდივიდუალური ჯილდო საფრანგეთის გარეთ გაიცემა. ლონდონის არჩევანი იმ ფაქტიდან გამომდინარეობს, რომ ოქროს ბურთის პირველი მფლობელი 1956 წელს ინგლისელი ფეხბურთელი სტენლი მეთიუსი იყო.

„ოქროს ბურთი“ ყოველწლიურად გადაეცემა კალენდარული წლის საუკეთესო ფეხბურთელს ფრანგული ჟურნალი France Football-ის მიერ. გასულ წელს ჯილდო პსჟ-ს თავდამსხმელს უსმან დემბელეს ერგო.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბულმა ტელეარხმა RTV-მ მაყურებელს წლების განმავლობაში ინფორმაციის ფალსიფიკაციის გამო ბოდიში მოუხადა
„როსსელხოზნადზორი“ საქართველოში ხილ-ბოსტნეულის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემას გაეცნობა
კანონპროექტის თანახმად, კაზინოები საერთაშორისო ტურნირების ჩატარებისას საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ
ლილოს ბაზრობა "ოცნების" მთავარი დამფინანსებელია - მფლობელებმა პარტიას 3,5 მლნ. აჩუქეს - TI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics