20:15 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-07 14:51:40, 1780 ნახვა

კომენტარი
ზარდიაშვილი: პარტიაშიც და პარლამენტშიც იყო პოზიცია, რომ მე არ უნდა დამეტოვა მანდატი

პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედი დეპუტატის ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, მანდატის დატოვებას მას არავინ აიძულებდა. 

როგორც ზარდიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გუნდში იყო ერთი პოზიცია, რომ მას თანამდებობა არ უნდა დაეტოვა. ამასთან, დეპუტატის თქმით, თავისი გადაწყვეტილების შესახებ მან გუნდის ხელმძღვანელს ბიძინა ივანიშვილსაც აცნობა. 

"ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება. ამის შესახებ მე პარტიის ხელმძღვანელობას და აგრეთვე პარლამენტის ხელმძღვანელობას მივმართე და ვაცნობე ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. მათ ჰქონდათ პოზიცია, რომ მე არ უნდა დამეტოვა პარლამენტი, მაგრამ ეს არის ჩემი პოზიცია. ეს პოზიცია განაპირობა მხოლოდ იმან, რომ დგება ხანდახან მომენტი, როდესაც შენ უნდა თქვა თანამდებობაზე უარი, იმიტომ რომ შენი ოჯახის წევრები, შენი არასრულწლოვანი შვილები დაუმსახურებელ ცილისწამებასა და ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდიან. ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. თანამდებობა არის საშუალება გამოადგე შენს მოქალაქეებს. რა თქმა უნდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ბიძინა ივანიშვილს ვაცნობე. პარტიაშიც და პარლამენტშიც ერთხმად იყო პოზიცია, რომ მე თავი შემეკავებინა და არ გადამედგა ეს ნაბიჯი. მუდმივად ხდება ჩემი სახელის დაკავშირება კონკრეტულ პროცესებთან. 3 წელი ვიმუშავე აუდიტის სამსაურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის თანამდებობაზე, მაგრამ მაშინ რათომღაც არავის გახსენებია ჩემთან მიმართებაში შავი პიარი", - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics