22:57 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-07 08:23:20, 846 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რჩეული მასწავლებელი ქეთინო მერებაშვილი გახდა

5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონკურსის “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა კლუბ “ანდერვილში”.

ღონისძიებაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ მარიამ მათიაშვილმა სამინისტროს რჩეული -  ქ. თბილისის სკოლა-ლიცეუმ “პრომეთეს” გეოგრაფიის მასწავლებელი, ქალბატონი ქეთინო მერებაშვილი დაასახელა. გამარჯვებულს გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის “მწვანე ჯილდო”, მადლობის სიგელი და ტექნიკის ვაუჩერი გადაეცა.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მესამედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია. 

ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა და ამ გზით მოსახლეობის ცოდნისა და ცნობიერების დონის ზრდა წარმოადგენს, სწორედ ამიტომ ცენტრი 2013 წლიდან აქტიურად მუშაობს გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობაზე განათლების როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური და არაოფიციალური მიმართულებით.
გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისთვის ცენტრმა “მწვანე ჯილდო” 2018 წელს დააწესა და მას მასწავლებლებსა და აღმზრდელ პედაგოგებს გადასცემს. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics