|
2019-10-05 18:13:10, 3052 ნახვა
კომენტარი
კალაძე ილია ჯიშკარიანზე - წარმოუდგენელია ასეთი რაღაც ჩაედინა, წლებია ვიცნობ და ვიცი, როგორი ცხოვრებით ცხოვრობს
„თუ დადასტურდა, რომ დანაშაული ჩაიდინა, ეს ძალიან მძიმე იქნება ყველასთვის“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის შესახებ დასმულ შეკითხვას, რომელსაც თანაშემწე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც მერმა აღნიშნა, ბრალდება საკმაოდ მძიმეა და შესაბამის გამოძიებას საჭიროებს. „წარმოუდგენელია ადამიანს ასეთი რაღაც ჩაედინა. ამ ადამიანს ვიცნობ რამდენიმე წელია, ვიცი თუ როგორი ცხოვრებით ცხოვრობს, შესაბამისად, ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება, უნდა დაველოდოთ გამოძიებას. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნებისმიერ ადამიანზე იგივე ბრალდება წამოაყენოს, ამას სჭირდება მტკიცებულებები და სჭირდება გამოძიება. შეიძლება ეს იყოს ტყუილი, შეიძლება იყოს მართალი, ამიტომ საჭიროებს გამოძიებას. თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ვინც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა საკრებულოს წევრია თუ თანამდებობის პირია, თუ კანონის წინაშე აქვს ჩადენილი დანაშაული, მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. თუ დადასტურდა, ეს ძალიან მძიმე იქნება ყველასთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, ახალგაზრდა ქალი, თამთა თოდაძე "ქართული ოცნების" დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს გაუპატიურების მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სამი მუხლით დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)