22:57 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-05 11:46:13, 3112 ნახვა

საზოგადოება
„უწყებაში დაბარება კრიტიკული მედიის დაშინებას ემსახურება“ - ნოდარ მელაძე პროკურატურაში მივიდა

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. 

როგორც უწყებაში შესვლამდე მელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენლების და მფლობელების საგამოძიებო ორგანოში დაბარება მათ დაშინებას ემსახურება. 

მელაძის მტკიცებით, ხელისუფლებას კრიტიკული მედიის დახშობა სურს, თუმცა მანვე დასძინა, რომ "ქართულ ოცნებას" ეს არ გამოუვა. 

"წინასწარ არ ვიცი რა კითხვები ექნებათ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს. როცა შევალ ამას გავიგებ. სავარაუდოდ ეს ეხება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას და ამ გამოძიების ფარგლებში დამიბარეს მეც გამოკითხვაზე. ეს პროცესი არის კრიტიკული მედიის დაშინება, დისკომფორტის შექმნა ადამიანებისთვის. ბოდიში მაგრამ ჩვენ ვერ დაგვაშინებენ. არც ერთ ცხელ წერტილში არ შემშინებია და არც პროკურატურის მეშინია. ჩვენ ყველაფრისთვის ვართ მზად. ყველა კრიტიკული მედიის მფლობელის წინააღმდეგ დაიწყეს სამართლებრივი განხილვები. კრიტიკული მედიის არსებობა აუცილებელია და ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ", - განაცხადა ნოდარ მელაძემ. 

აღსანიშნავია, რომ გენერალურ პროკურატურასთან მელაძის კოლეგები იმყოფებიან. ადგილზე "ტვ პირველის" წამყვანები ინგა გრიგოლია და დიანა ტრაპაიძე მივიდნენ, მათთან ერთად "ტვ პირველის" მფლოობელი ვატო წერეთელიც არის. უწყებასთან აგრეთვე გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძეც იმყოფება. 

ცნობისთვის, ნოდარ მელაძის გარდა გენერალურ პროკურატურაში ტელეკომპანია "რუსთავი" 2-ის ყოფილი წამყვანი გიორგი გაბუნიაც არის დაბარებული, რომელიც უყებაში ორსაბათს უნდა გამოცხადდეს. 

შეგახსენებთ, რომ მანამდე საგამოძიებო უწყებაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და "რუსთავი 2"-ის ყოფილი წამყვანი ზაალ უდუმაშვილი და "ფორმულას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ლაფერაშვილი გამოკითხეს. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics