|
2019-10-04 16:18:47, 1232 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ჭიათურაში, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ განხორციელებულ სამუშაოებს ეცნობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე, რეგიონულ საკითხებში პრემიერის მრჩეველი სოზარ სუბარი და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ჭიათურაში, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ, კომპანიის საქმიანობის კვარტალური ანგარიში მოისმინეს და განხორციელებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. „ერთ წლის წინ ჭიათურაში, ეკოლოგიური კუთხით, ძალიან მძიმე სიტუაცია იყო. ჩვენ შევხვდით მოსახლეობას, კომპანიის და საწარმოს წარმომადგენლებს და ვიმსჯელეთ არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე. კომპანიასთან ძალიან ბევრი შენიშვნა არსებობდა. დღეს, მოვისმინეთ კომპანიის საქმიანობის კვარტალური ანგარიში. სპეციალისტებთან ერთად, ადგილზე გავეცანით განხორციელებულ სამუშაოებს და ვხედავთ, რომ გარკვეული მიმართულებებით მდგომარეობა გამოსწორებულია. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ მოკლე პერიოდში, ძირითადი პრობლემური საკითხები დღის წესრიგიდან მოვხსნათ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. კომპანიამ ,,ჯორჯიან მანგანეზი“ 2019 წელს, ჭიათურაში, ე.წ. ნოფის ტერიტორიაზე, 1.5 ჰა ფართობზე, მოაწყო ახალი სპეციალური მიმღები სარკინიგზო ტერმინალი, სადაც განხორციელდება ე.წ. კოოპერატორების წარმოებული კონცენტრატის მიღება და ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში ტრანსპორტირება, რაც მნიშვნელოვნად განტვირთავს ჭიათურა - ზესტაფონის საავტომობილო გზას. აღნიშნული ტერმინალის მოწყობამდე, კონცენტრატის ტრანსპორტირება საავტომობილო გზის გამოყენებით ხდებოდა და ქალაქის გზებზე მოძრაობის შეფერხებას იწვევდა. როგორც „ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო დირექტორმა, მერაბ კიმინაძემ განაცხადა, სარკინიგზო ჩიხებისა და ხიდების მოწყობის შედეგად, მადნითა და კონცენტრანტით დატვირთული მძიმეწონიანი მანქანები ქალაქში აღარ იმოძრავებს. „გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, კომპანია მადნის გატანას შემოვლითი გზით, სარკინიგზო ხაზით უზრუნველყობს, რაც ქალაქის საავტომობილო გზას მნიშვნელოვნად განტვირთავს. პირველი ოქტომბრიდან, ექსპლუატაციაში შევიდა ახალი გამამდიდრებელი ფაბრიკა, რომელიც სამთო მოპოვების კუთხით, გარემოზე ზემოქმედების შემცირებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა მერაბ კიმინაძემ.
(NS)
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)