2019-10-04 15:25:41, 1304 ნახვა
საზოგადოება
ჰააგის მთავარ სამრეკლოში გია ყანჩელის უკვდავი მელოდიები აჟღერდა [ვიდეო]
ჰააგის მთავარ სამრეკლოში ლეგენდარული კომპოზიტორის, გია ყანჩელის პატივსაცემად, მისი უკვდავი მელოდიები აჟღერდა.
ინფორმაციას ინდერლანდების სამეფოში საქართველო საელჩო ავრცელებს.
„საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში ღრმა მწუხარებას გამოხატავს დიდი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის გარდაცვალების გამო. 4 ოქტომბერს გია ყანჩელის პატივსაცემად „St . Jacobs“-ის სახელობის უძველესი ეკლესიის სამრეკლოს ყველაზე მაღალი წერტილიდან მისივე უკვდავი ნაწარმოებები „ყვითელი ფოთლები“ და ფილმ „შერეკილებიდან“ მელოდია აჟღერდა“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,