09:52 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-04 14:15:44, 1131 ნახვა

საზოგადოება
თბილისში უროლოგთა პირველი რეგიონული კონგრესი გაიმართა

თბილისში, ევროპის უროლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით საქართველოს უროლოგთა ასოციაციისა და კავკასია - ცენტრალური აზიის ქვეყნების უროლოგთა  პირველი რეგიონული კონგრესი გაიმართა. 

წელს პირველად,  საქართველოს უროლოგთა ასოციაციამ  კავკასია-ცენტრალური აზიის რეგიონის 8 ქვეყნის ერთობლივ სამეცნიერო კონგრესს უმასპინძლა.  8 მეზობელი სახელმწიფოს წარმომადგენლების გარდა 2 დღიანი ღონისძიებას  ევროპის წამყვანი სპეციალისტებიც ესტუმრნენ: ჰოლანდიიდან, ბელგიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან..

 ღონისძიება  საქართველოში სამეცნიერო და სამედიცინო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას ემსახურება. ისევე როგორც საქართველოს, როგორც ლიდერის როლის წარმოჩენას რეგიონში. იგი   უპრეცედენტო რაოდენობის დელეგატებს მოიცავს. კონგრესის ფარგლებში დაგეგმილია 8 მეზობელი ქვეყნის წარმომადგენელთათვის იმ სამედიცინო სერვისებისა და ტურისტული პოტენციალის გაცნობა-შეთავაზება, რომელიც დღეისათვის კავკასია ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის სწორედ საქართველოშია გამორჩეულად განვითარებული. 

კონგრესი დიდ საგანმანათლებლო მნიშვნელობას ატარებს  ქართველი ექიმებისთვისაც. მის ფარგლებში,   ე.წ. „ცოცხალი ქირურგიის“ სესია ჩატარდა, რომლის დროსაც, ევროპელი უროლოგებმა გერმანიიდან, ესპანეთიდან და სამერძნეთიდან, თბილისი ორ სამედიცინო დაწესებულებაში ურთულეს ქირურგიული ოპერაციები შეასრულეს „ლაივ რეჟიმში“.  დელეგატებს საშუალება ჰქონდათ თვალყური ედევნებინათ ყველაზე თანამედროვე ოპერაციულ ტექნიკებისათვის და შეკითხვები დაესვათ ოპერაციების მსვლელობისას.

საქართველოს უროლოგთა ასოციაციისა და ევროპის უროლოგთა საბჭოს ინიციატივით რეგიონალური კონგრესი ქართული უროლოგიური სკოლის ფუძემდებლის, აკადემიკოსს ლავრენტი მანაგაძის ხსოვნას მიეძღვნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics