|
2019-10-04 13:03:23, 3288 ნახვა
კომენტარი
ბესელია - ცქიტიშვილზე დადებითი წარმოდგენა აღარ მაქვს, მაგრამ არ მიჭირს ვთქვა, რომ ხაზარაძის მიმართვა არ მომეწონა
„მიუხედავად იმისა, რომ მაია ცქიტიშვილზე აღარ მაქვს დადებითი წარმოდგენა, მე გუშინ არ გამჭირვებია მეთქვა, რომ ეს კონტექსტი არ მომეწონა“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ ინფრასტრუქტურის მინისტრის შესახებ გაკეთებულ განცხადებას. „არ მიყოყმანია და არ შეუქმნია ჩემთვის შინაგანი ბარიერი იმ სრულიად სამართლიან პროტესტს, რომელიც მე მაქვს ქალბატონი ცქიტიშვილის გამონათქვამების და პოზიციის გამო, როგორც ქალი პოლიტიკოსის მიმართ. ის ვერანაირ ჩარჩოში და ფარგლებში ვერ მოთავსდება იმდენად მძიმე მოსასმენი იყო, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ მასზე აღარ მაქვს დადებითი წარმოდგენა, მე გუშინ არ გამჭირვებია მეთქვა, რომ ეს კონტექსტი, მიუხედავად იმისა, რომ ახსნა მოგვიანებით მამუკა ხაზარაძემ, რომ სხვა რამეს გულისხმობდა, მე არ მომეწონა. გუშინ ვნახეთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები როგორ დაირაზმნენ და ერთხმად დაიწყეს ამის დაგმობა, მაშინ როდესაც იმის წინა დღეებში ასეთივე სოლიდარობა უნდა გამოეჩინათ, გაუჭირდათ პოზიციის გამოხატვა. ეს არის ორმაგი სტანდარტი სამწუხაროდ, რითაც გამოირჩევა მმართველი პარტია“, - განაცხად ეკა ბესელიამ. ცნობისთვის, გუშინ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ინფრასტრუქტურის მინისნიტრის მაია ცქიტიშვილის მისამართით სექსისტური განცხადება გააკეთა. კერძოდ, ხაზარაძემ განაცხადა: „შეიძლება მაია ცხიქიტშვილი კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა“.
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)