|
2019-10-04 12:50:15, 2907 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - რუსეთი ვერ განსაზღვრავს საქართველოს მომავალს
„რუსეთის ფედერაცია ვერ განსაზღვრავს საქართველოს მომავალს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ბათუმში, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, როუზ გოტემიულერთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. თალაკვაძემ ოკუპიაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად შეძლებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მშვიდობიანი გზით. „დღემდე ჩვენთვის გამოწვევად რჩება ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. ეს არ არის გაყინული კონფლიქტი, ეს არ არის პრობლემა, რომელიც უკვე მოხდა, ეს არის გამოწვევა, რომელიც დღესაც არსებობს და რომელიც თავისი უარესი სახით გრძელდება დღემდე. ეს გულისხმობს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებს, ჩვენი მოქალაქეების გატაცების შემთხვევებს, სხვადასხვა საფრთხეებს, რაც მომდინარეობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. მიუხედავად ამ გამოწვევებისა, ჩვენ განვსაზღვრავთ ჩვენს მომავალს. რუსეთის ფედერაცია ვერ განსაზღვრავს საქართველოს მომავალს და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს პატრნიორებთან ერთად, დასავლეთთან ერთად, საქართველო ქმნის თავის მომავალს და მომენტს, როდესაც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქნება შესაძლებელი მშვიდობიანი გზით", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)