2019-10-04 09:58:32, 921 ნახვა
საზოგადოება
„თბილისობასთან“ დაკავშირებით ავტობუსების მარშრუტები შეიცვლება
„თბილისობასთან“ დაკავშირებით, 5 და 6 ოქტომბერს, ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
მერიის ინფორმაციით, ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები - N31, N44, N80 და N102 ევროპის მოედნის ნაცვლად, კოტე აფხაზის ქუჩას გაივლიან.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!
(NS)
ავტორი: ექსპრესნიუსი,