23:25 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-15 15:03:12, 547 ნახვა

საზოგადოება
მარინე მიზანდარი: სახელმწიიფოს ხედვაა, ინვესტიციების მოზიდვის საბაბით კულტურული მემკვიდრეობა განადგურდეს

„საყდრისი–ყაჩაღიანის არქეოლოგიური მემკვიდრეობა სრულიად განადგურებულია“, – ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ მარინე მიზანდარმა „რედისონში“ ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ახალი კვლევა „საყდრისი–ყაჩაღიანი – ნგრევა კანონის სახელით“ წარადგინა. 

მიზანდარის შეფასებით, დღევანდელი ხელისუფლების ხედვაა, ინვესტიციის მოზიდვის საბაბით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა განადგურდეს. 

„სამწუხაროდ, საყდრისი–ყაჩაღიანის არქეოლოგიური მემკვიდრეობა სრულიად განადგურებულია. ვფიქრობ, ეს არის უმძიმესი დანაკლისი, მთელი ქვეყნისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლა არ უნდა გაგრძელდეს, რადგან საბრძოლო ობიექტები ბევრია, დავიწყოთ ძველი თბილისით, იგივე მირზა შაფის ქუჩის განაშენიანების პრობლემით, თბილისი პანორამას პროექტით და ა.შ. დღევანდელი სახელმწიფო ხედვა გულისხმობს, რომ ინვესტიციის მოზიდვის საბაბით, შეიძლება ჩვენი კულტურული მემკვიდრობა განადგურდეს, რაც სრულიად დაუშვებელია.  ჩვენ არ უნდა დავანგრიოთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ჩვენ უნდა გადავარჩინოთ  და პირევლ რიგში ეს არის ჩვენი ხელისუფლების, საქართველოს დღევანდელი მთავრობის ვალდებულება, თავისი ქვეყნის და მომავალი თაობების წინაშე“, – აღნიშნა მიზანდარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics