21:20 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-03 14:23:27, 1158 ნახვა

საზოგადოება
ნანა ლაბაძე ერთი დღე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად

სოფელ როკითის სკოლის მოსწავლემ, ნანა ლაბაძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობა ერთი დღით დაიკავა. ნანას, როგორც ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის  გამარჯვებული სკოლის ლიდერს, მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა უმასპინძლა.

სამუშაო დღე სამინისტროში გამართული შეხვედრით დაიწყო, სადაც ლევან დავითაშვილმა, ნანა ლაბაძესთან ერთად, ტყის ინვენტარიზაციის შედეგებზე ანგარიში მოისმინა. ანგარიშის თანახმად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ტყის აღრიცხვა უკვე ჩატარდა, ამ დროისთვის კი, აღრიცხვის პროცესი ახმეტაში მიმდინარეობს. 

„მინისტრებმა“ შეხვედრა გამართეს აკვაკულტურის თემაზეც. შეხვედრაზე საუბარი იყო ახალ კანონპროექტზე და იმ რეგულაციებზე, რომლებზეც სამინისტრო მუშაობს.

მინისტრის რანგში, სტუმარმა გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის ლაბორატორია დაათვალიერა. ნანა ლაბაძე, ლევან დავითაშვილთან და სააგენტოს უფროსთან, ანდრო ასლანიშვილთან ერთად, გაეცნო, თუ როგორ ხდება უახლესი მეთოდოლოგიებით ნიადაგის დამუშავება, ატმოსფერული ჰაერის და წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრა.

„მინისტრები“ სტუმრად იყვნენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრშიც, სადაც სასწავლო კურსზე „გარემოსდაცვითი მმართველი“ ტრენინგები მიმდინარეობს.

დღის ბოლოს ლევან დავითაშვილმა ნანა ლაბაძეს ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმი და ენოთეკა დაათვალიერებინა, ქართული ღვინის კულტურასა და მევენახეობა-მეღვინეობის 8 ათას წლიან უწყვეტ ისტორიაზე ესაუბრა.

„სამუშაო დღე დატვირთული იყო შეხვედრებით. ძალიან საინტერესო იყო მინისტრთან საუბარი; ჩემი მხრიდან, მივაწოდე ინფორმაცია ჩემს რეგიონში არსებულ საჭიროებებზე, რაც მოსახლეობას აწუხებს. მინისტრმა ყურადღებით მომისმინა და მივიღე პირობა, რომ აუცილებლად დაინტერესდება ამ საკითხებით და შეეცდება შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. ამისათვის მადლობა მას. ყველაზე საინტერესო ღვინის მუზეუმის დათვალიერება იყო... შორიდან შეიძლება იფიქრო, რომ მინისტრობა ადვილია, მაგრამ ასე არ ყოფილა; საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო საქმეა“, - აღნიშნა ნანა ლაბაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამა მოსწავლეებისთვის - ისწავლე UWC პროგრამით სასურველ ქვეყანაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics