21:55 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-03 13:20:27, 2254 ნახვა

კომენტარი
ხაზარაძე: მზად ვარ დებატებში ივანიშვილს ციფრებით ვუთხრა, თუ სად მიიყვანა ქვეყანა თავისი უუნარო მენეჯმენტით

"მეც დავუჭირე მხარი 2012 წელს „ქართულ ოცნებას“, იმედი მქონდა, რომ რაღაც წინ წავიდოდა, პრაქტიკულად, არა მხოლოდ ფეხის მუხრუჭი მიაჭირა ჩვენს ქვეყანას, არამედ ხელის მუხრუჭიც ამოწია", - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს ორგანიზაციის 12 ახალი წევრის წარდგენაზე განაცხადა. 

ხაზარაძის შეფასებით, "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში ქვეყანამ უკა სვლა დაიწყო. მანვე დასძინა, რომ ამის დამტკიცება ციფრებით შეუძლია, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან დებატების შემთხვევაში. 

გარდა ამისა, ბიზნესმენმა, საქართველოს ახალ ბიუჯეტსა და ქვეყნის საგარეო ვალზეც გაამახვილა ყურადღება. ხაზარაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება, სომხეთში შექმნილ ვითარებასთან შედარებითაც კი, არ არის სახარბიელო. 

"მინდა მოკლე მიმოხილვა გავაკეთო სად იმყოფება ჩვენი ქვეყანა და რანაირი ტიპის მომავალს გვპირდება "ქართული ოცნების" მთავრობა, როცა შემოაქვს ის ბიუჯეტი განსახილველად, რომელიც მათ შექმნეს. წარმოდგენილ ბიუჯეტში ქვეყნის ვალი გაიზრდება 2.5%-ით. თუ 2012 წელს ვალი იყო 9.1 მილიარდი, 2020 წელს იქნება 22. 5 მილიარდი. ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ისტორიული მაქსიმუმი, როცა მშპ-ის 45 პროცენტი არის ვალი.  2012 წლიდან მშპ-ი არ იცვლება და ერთ ნიშნულზე დგას, რაც ნიშნავს რომ ქვეყანა არ მიდის წინ და მიდის უკან. ვალი 2012 წელს ერთ სულ მოსახლეზე იყო 2500 ლარი. 2019 წელს - 5500 ლარი, 2020 წელს კი იქნება - 6000 ლარი. „ოცნების“ ხელისუფლება თითოეულ ჩვენგანს გვიზრდის ვალს. ამას რომ მოჰყვებოდეს ეკონომიკის ზრდა, სამუსაო ადგილების შექმნა, ამას რომ მოჰყვებოდეს საშუალო ხელფასის ზრდა, რომელიც არ შეცვლილა, თუ პენსია არა თუ მატულობს არამედ კლებადია, ვალუტას რომ შევადაროთ, ეს იქნებოდა პროგრესი, მაგრამ ეს ასე არ არის. არ არ შევადარებ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის ქვეყნებს. რეგიონში შეგვიძლია შევედაროთ სომხეთს. იმის მიუხედავად, რომ თურქეთთან ვაჭრობა არ აქვს, ზღვა არ აქვს, სომხეთი არის ჩვენზე წინ. თუ მათი ვალუტა გაუფასურდა 20%-ით, ჩვენი ვალუტა გაუფასურებულია 70%-ით. ჩვენ, ყველა პარამეტრით უკან მივდივართ და ეს მინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო. თუ ვინმეს ამაზე შეკამათება შეუძლია, მზად ვარ ნებისმიერ დებატებში, იგივე ბიძინა ივანიშვილს ციფრებით ვუთხრა თუ სად მიიყვანა მან ქვეყანა თავისი უუნარო მენეჯმენტით", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics