2019-10-03 11:02:40, 3686 ნახვა
რეგიონი
აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა ე.წ. საზღვარზე შეზღუდვა გააუქმა
ოკუპირებული აფხაზეთის „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა“ საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე არსებული შეზღუდვა გააუქმა, - ამის შესახებ „სპუტნიკ-აბხაზია“ იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, დე-ფაქტო საზღვარზე ორმხრივი გადაადგილების აკრძალვა საოკუპაციო რეჟიმმა 27 ივნისს, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო, დააწესა.
მედიის ცნობით, აკრძალვა მხოლოდ იმ მოქალაქეებზე არ ვრცელდებოდა, ვინც ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოში სამედიცინო მომსახურების მიზნით აპირებდა გადასვლას.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან