22:23 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-24 21:12:22, 292 ნახვა

პოლიტიკა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს

პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი ქართულ ოცნებას ღია წერილით მიმართავს. და ასავალ-დასავალის ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის დაკავებას ეხმაურება. ინაშვილი ქართულ ოცნებას ახსენებს რომ დავით გარეჯი 2020 წელს წინასაარჩევნო კაპანიისთვის გამოიყენეს და სვამს შეკითხავს "ქართულ ოცნებას თუ აქვს უფლება დავით გარეჯზე ისაუბროს და საარჩევნო თემადაც წარმოაჩინოს, ჩვენ რატომ არა გვაქვს?". 

მისივე თქმით, ჩუბინიძის დაკავება არა მხოლოდ გაუგებარია, არამედ აღიქმება როგორც სიგნალი: "ყველას დავიჭერთ, ვინც დავით გარეჯზე ლაპარაკობს, უარესიც, ყველას დავიჭერთ, ვისაც პრემიერ-მინისტრი კობახიძე არ მოწონს და აკრიტიკებს".

"დავით გარეჯის ირგვლივ საზოგადოების კითხვებს პრემიერ-მინისტრი პასუხობს: ჩვენ მეგობრულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთო. ეს პასუხი დამაკმაყოფილებელი ვერ იქნება. ჯერ ერთი- არავის არ სურს ქვეყნის კონფლიქტში ჩათრევა და ცხადია, არამეგობრულ მოლაპარაკებებს არავინ ითხოვს, მეორეც- ეს პასუხი საზოგადოების კითხვებს ვერ და არ მიესადაგება, ხოლო თუ სახელმწიფო საიდუმლოებასთან გვაქვს საქმე, საჭიროა განმარტება, თუნდაც, კონფიდენციალურ რეჟიმში.

ამ კონტექსტში დიტო ჩუბინიძის დაკავება არა მარტო გაუგებარია, არამედ აღიქმება, როგორც სიგნალი: ყველას დავიჭერთ, ვინც დავით გარეჯზე ლაპარაკობს, უარესიც, ყველას დავიჭერთ, ვისაც პრემიერ-მინისტრი კობახიძე არ მოწონს და აკრიტიკებს.

მეტიც, კარგად მესმის, რომ შემდეგი სამიზნე მე ვარ, სხვაზე მეტად, კობახიძეს ჩემი დაჭერა სურს და მინდა საჯაროდ ვუთხრა მას: ამ ქვეყნისთვის ორი ომი გამოვიარე, შენ რამდენი წლისაც ხარ, იმაზე სამჯერ მეტი დაჭრილი მყავს ბრძოლის ველიდან ზურგით გამოტანილი, არც ტყვიის შემშინებია, არც სიკვდილის და არც შენი ციხის მეშინია,- იქაც ღირსეულად ვიჯდები. ახლავე იცოდე, რომ ვერც ჯაშუშისა და ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს ვერ მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით.

და ბოლოს, საზოგადოების ყურადღება მინდა გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ დავით გარეჯის თემაზე საუბრობს არა მარტო დიტო ჩუბინიძე ან მე ან უამრავი სხვა ადამიანი, არამედ საუბრობს „ქართული ოცნების“ შსს ექსმინისტრი, თავდაცვის ექსმინისტრი და ორგზის პრემიერ-მინისტრი და ამ ვითარებაში ჟურნალისტებისა თუ პოლიტიკოსების კითხვები სრულიად გასაგებიცაა და ლეგიტიმურიც, ხოლო დიტო ჩუბინიძის დაკავება საერთოდ გაუგებარია და ორმაგად გაუგებარია სამშობლოს ღალატის ბრალდება.

თვალშისაცემია კიდევ ერთი მანკიერება- ყველა ასეთ საქმეს, სრულიად დაუსაბუთებლად, საიდუმლოობის გრიფი ედება და ადამიანს უკლავენ საშუალებას, რომ თავი გაიმართლოს საჯაროდ, ხმა მიაწვდინოს საზოგადოებას, მსგავსი პრაქტიკა ხელყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. ბუნებრივად მიჩნდება განცდა, რომ ადგილი აქვს ადამიანების ტოტალური დაშინების მცდელობას, რათა აღარავინ აღარაფერზე აღარანაირი კითხვა აღარ დასვას.

აქვე მივმართავ ქვეყანაში ყველაზე გავლენიან პირს, ბიძინა ივანიშვილს: ბოლო დროს პრემიერ-მინისტრი კობახიძე მუდმივად გვეუბნება, რომ ყველა გადაწყვეტილებას თქვენთან ათანხმებს. მეტიც, რამდენჯერმე ღიად თქვა,- მარტო კი არ ვათანხმებ, მნიშვნელოვან საკითხებში საბოლოო სიტყვა ივანიშვილს ეკუთვნისო, ამიტომ პირადად გთხოვთ: შეაჩეროთ ადამიანების დაპატიმრების, ჯაშუშებად შერაცხვისა და სამშობლოს მოღალატეებად გამოცხადების კამპანია. მსგავს კამპანიებს სიკეთე არასდროს მოუტანია" | წერს ირმა ინაშვილი გავრცელებულ წერილში.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics