|
2019-10-02 12:46:38, 810 ნახვა
საზოგადოება
ელექტრომობილების მფლობელებისთვის სახლებთან უფასო ელექტროდამტენები მათი თხოვნის მიხედვით დამონტაჟდება
კონკრეტული ადგილების გარდა, სადაც ელექტროდამტენები დღეისათვის სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს, დამტენები ელექტრომობილების მფლობელების თხოვნის მიხედვით სხვა საცხოვრებელ ადგილებთანაც დამონტაჟდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერმა ელექტროავტომობილის მფლობელ მოქალაქეებს მოუწოდა, დამტენების დამონტაჟების თხოვნით თბილისის მერიას დროულად მიმართონ. „თქვენ იცით, რომ ჩვენ გასულ წელს ელექტომობილების პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის დავაანონსეთ, რომ ვისაც ჰყავს ელექტრომობილები, შეუძლია მიმართონ მუნიციპალტეტს და ჩვენ დამტენებს მათ საცხოვრებელ ადგილებზე, ყოველგვარი გადასახადის გარეშე დავამონტაჟებთ. ქალაქი უნდა განვითარდეს ამ მიმართულებით. რაც შეიძლება მეტი ელექტრომობილი უნდა შემოვიდეს ქალაქში. ელექტროდამტენების მონტაჟთან დაკავშირებით არაერთი განაცხადი იყო და რეაგირებაც შესაბამისად ხდებოდა. პირველ ეტაპზე დამტენები იმ ადგილებზე დავამონტაჟეთ, სადაც მეტი იყო მოთხოვნა. დღეისათვის ელექტროდამტენები დამონტაჟებულია ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე; გლდანში, მარატ ნოზაძის ქუჩაზე; მუხიანში, ნონეშვილის ქუჩაზე; ავლაბარში, წინანდლის ქუჩაზე (300 არაგველის მეტროს მიმდებარედ); დიდ დიღომში, თავდადებულის ქუჩის ორ მისამართზე, ვაკეში, თაქთაქიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაზე. მიხარია, რომ მსგავსი პროექტი ხორციელდება დედაქალაქში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ელექტომობილების პოპულარიზაციას. არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით ამ ტიპის ავტომობილებისთვის პარკირება უფასოა. ტრანსპორტი, მშენებლობა გავლენას ახდენს არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე და ამ ყველაფრის მოწესრიგება ხელს შეუწყობს ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას. ამდენად, ვისაც ელექტრომობილები გყავთ, იაქტიურეთ, მოგვმართეთ მუნიციპალიტეტს და ჩვენ უფასოდ დავამონტაჟებთ დამტენებს თქვენთვის ხელმისაწვდომ ადგილებზე. ეს თქვენთვის დამატებითი კომფორტი იქნება, ყველა ხარჯს კი მუნიციპალიტეტი გაწევს“, - განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ 11 თებერვლიდან თბილისის მერიაში მოქმედებს ვებგვერდი chargers.tbilisi.Gov.ge, რომლის საშუალებით ელქტრომობილების მფლობელებს შეუძლიათ, თბილისის მერიას საცხოვრებელ სახლთან ახლო დამტენების დამონტაჟება სთხოვონ.
(NS)
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)