21:55 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-01 14:12:56, 1153 ნახვა

კომენტარი
გახარია: ჩვენს ეკონომიკას სერიოზული გამოწვევები აქვს და ამ პირობებში სწორი შეფასების მიცემა მნიშვნელოვანია

:დღეს ჩვენს ეკონომიკას საკმაოდ სერიოზული გამოწვევები აქვს და ამ პირობებში ერთმნიშვნელოვნად სწორი, ობიექტური შეფასების მიცემა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი", -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის ექსპერტებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ჩართული იყოს პროფესიული საზოგადოება  და  ამ შეხვედრით მთავრობა ადასტურებს, რომ მზად არის მწვავე, თუმცა ობიექტური დისკუსიისთვის.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე და ხაზი გაუსვა, რომ საფინანსო დოკუმენტი განმსჭვალულია სოციალური პასუხისმგებლობით და დაფუძნებულია  ფისკალურ დისციპლინაზე.

„სულ რამდენიმე დღის წინ მთავრობად დაასრულა მუშაობა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე. საკმაოდ საინტერესო ბიუჯეტი გამოვიდა, დაბალანსებული. ჩვენ მოვახერხეთ, მიუხედავად სოციალურ ნაწილში სახელმწიფოს პასუხისმგებლობის თვალსაზრისით გარკვეული ვალდებულებების ზრდისა, შეგვენარჩუნებინა ფისკალური დისციპლინაც და კაპიტალური ხარჯებიც. მიდგომა ძალიან მარტივია, გვესმის, რომ კაპიტალური ხარჯები დღეს სახელმწიფოს მხრიდან  განხორციელებული კრიტიკულად მნიშვნელოვანია  ეკონომიკური ზრდისთვის". - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას თქმით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით სახელმწიფო უწყებების მხრიდან მიმდინარე ხარჯების კონტროლი და ეფექტურობის ზრდა იქნება ძირითად ამოცანა.

„2019 წელს საკმაოდ კარგ ტემპს აჩვენებს სახელმწიფო კაპიტალური ხარჯების ათვისების ნაწილში და ვთვლით, რომ ამ მიმართულებით ტემპი შენარჩუნდება, ოდნავ გაიზრდება. ისევე როგორც ერთმნიშვნელოვნად სახელმწიფო უწყებების მხრიდან მიმდინარე ხარჯების კონტროლი და ეფექტურობის ზრდა იქნება ძირითად ამოცანა. მარტივად რომ გითხრათ, ძირითად რესურსს ვხედავთ ეფექტურობის ზრდის ნაწილში. არის ამის რესურსი სხვადასხვა მიმართულებით, როგორც სოციალური უზრუნველყოფის, ისე ჯანდაცვის, ასევე ინფრასტრუქტურის ნაწილში. ასევე რეგიონალურ დონეზე ხარჯვით ნაწილში. მოგეხსენებათ, რომ რეგიონულ დონეზე კაპიტალური ხარჯები დღეს მილიარდ ორასი ათასზე მეტია და შესაბამისად, ამას ყველაფერს სჭირდება საკმაოდ სერიოზული კონტროლი, როგორც შიგნიდან, ასევე გარედანაც", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics