02:57 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-30 19:24:18, 2120 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: პირველად ბათუმის ბულვარს განაშენიანების გეგმა ექნება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ბათუმის ბულვარის შესახებაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ პირველად თავისი არსებობის მანძილზე ბულვარს ექნება განაშენიანების გეგმა, რაც ერთხელ და სამუდამოდ მოაწესრიგებს იქ არსებულ მდგომარეობას.

„ხელი მოვაწერეთ ბულვარის განვითარების გეგმას. ბულვარი არის ბათუმისთვის ნამდვილად სავიზიტო ბარათი და პირველად ისტორიაში ამ ძალიან მნიშვნელოვან კულტურული მემკვიდრეობის  ძეგლს ექნება განაშენიანების რეგულირების გეგმა. ეს გეგმა მიზნად ისახავს ბულვარის იერსახის შენარჩუნებას, განვითარებას როგორც ლანდშაფტური, ისე რეკრეაციული მოთხოვნების დაცვით. არავის მიეცემა საშუალება უხეშად ჩაერიოს ბულვარის განვითარებაში, რაც სამუდამოდ მოაწესრიგებს არსებულ  გამოწვევებს," - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

27 სექტემბერს, ბულვარის კოლონადებთან, ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. განაშენიანების გენერალური გეგმის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ბულვარისთვის განვითარების ძირითადი ორიენტირი არსებული იერსახის  შენარჩუნება, ძველი ბულვარის კონსერვაცია, ისტორიულად ჩამოყალიბებული იერსახის მაქსიმალურად შენარჩუნება, სარეკრეაციო ზოლის, კვების თუ დასასვენებელი ობიექტების მოწესრიგება იქნება. შედეგად, შეიქმნება კომფორტული და უსაფრთხო რეკრეაციული გარემო ადგილობრივ და საერთაშორისო დამსვენებელთა ყველა ჯგუფისთვის - იქნება ეს ბავშვები, ახალგაზრდები თუ ხანდაზმულები.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics